უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად... ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო, იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია, შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო! მთელი ჩემი სხეული სველი სინანულია, მინდა თვალზე ცრემლიბის, ალუბლების დაკრეფა; და ღრუბლებიც გარშემო მერცხლები რომ უვლიან, შემი ქარით გაქრება, შენი სუნთქვით გაქრება! მარტოობა ოთახში, მარტოობა რთულია! რაღაც ნისლისმაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან, რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან, ეგ თვალები დამჭრიდა, ეგ ღიმილი დამჭრიდა! უთქმელი განშორება ჩემთვის არაფერია, შენ ხომ ზღვაში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ! მიწას ორსულობისგან მთები გამობერვია, იცი რა ლამაზი ხარ? იცი რა ლამაზი ხარ? ლამპიონი ჩემსავით, მასაც მოუწყენია, თავდახრილი გაჰყურებს ქუჩას მთვრალი ლოთივით; ჩამქრალია იმედი, მისი ნატვრა ნათურა, შენი ცა მოლოდინით, შენი ზღვა მოლოდინით! მთვარე თითქოს ჯალათის ალესილი ცულია, თავი მოჭრეს ქალაქს და მზე გაგორდა აისის... კარგო ისე მიყვარხარ, კოცნა ისე მწყურია! მაგ ტუჩებმა რა იცის, მაგ თვალებმა რა იცის?! უძრაობა ქალაქში, უძრაობა ს
ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავათ ჰგავხარ ზღვას, თუ არ შეგებრალები და, მითხოვდები სხვას, მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას, გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს, ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს, და მოგკილავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს... ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას. კონსტანტინე გამსახურდია
არასდროს მყვარებია წვიმა,თან ასეთი მძიმე... სოფელში,ზაფხულში,შხაპუნა წვიმას ვეფერებოდი,მზის სხივებთან ერთად რომ მოდიოდა ციდან... ეხლა ვხედავ რომ ცა მოიღუშა ნაცრისფრად, გრუხუნებს და ემზადება რომ განთავისუფლდეს დაგროვილი ცრემლებისგან... ალბად წამოვა და თანაც ბევრი... მიყვარს ასეთი წვიმა,ან ეხლა შემიყვარდა...
”ცას სილა გააწნეს გვალვისთვის ლოყაზე,
ReplyDeleteიტირა...
თითებივით დააჩნდა ცისარტყელა.”
ვაიმე..
ვაიმე..
ვაიმე..