03 February 2014

აუფ იმდენი ხანია არაფერი დამიწერია დამავიწყდა მგონია კიდევაც წერაა :)) რაღაცამ მომანდომა დამეწერა და გამახსენდა ჩეემი უსაყვარლესი ბლოგი სადაც მთელი ჩემი სული და გული დევს,თუმცა დიდი ხანია მივატოვე და ცოტა განაწყენებულიც მყავს. მაგრამ რას ვიზამ დროის უქონლობაა და რა ვუყოთ; სურვილების ასრულებაზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა. ძაან დავიბენი და ვეღარ ვიგებ რა ხდება გარშემო. მგონია მჯერა რომ აი ეს მინდა და ვიცი მივაღწევ, ავისრულებ, გამოვა ან რაიმე ეგეთი მაგრამ ბაც და არა... კიდევ რაღაც და არა... ნუ რა ხდებააა ამ ქვეყნად სამართალი არსებოობს საერთოოდ? არა რომ არ არსებობს ვიცით და საერთოდ რა სამართალზეა საუბარი აქ, მაგრამ იცით რა ხდება? რაღაც ისეთი გინდა დავუშვათ რაც არც ისე ძნელი მისაღწევიც რომ არ არის, მაინც არა. ისე გადის თვეები თითქოს დღეები იყოს და თითქოს კი არადა არაფერი გიშლის ხელს მაგრამ მაინც არა...  ვერაფერი ვერ გავიგე...  უკვე მეცინება ამ ყველაფერზე, მაგრამ მაინც ძაან რომ შევწუხდი ალაბად იმიტომ გადმოვთქვი ჩემი შეწუხებადობა :)) მოკლედ დასკვნა ჩემი აი ასეთი: ნუ არ ხდება ესე იგი არ არის საჭირო რაღაცისთვის, უფრო კარგისთვის, ეს პოზიტიური ხედვისთვის არის გამოგონილი თუ მართლა ასეა ვნახოთ შემდეგში,მაგრამ მთავარი ის არის რომ მინდა ეს რაღაც ძააააან და რა ვქნააააა... :))) ამისრულდი რააა გთხოოოვ ამისრულდიიიი :)))