Posts

Showing posts from November, 2009

S...

თბილი ხარ თუ მე მეთბილები? არაა ხელების გავლით გული გრძნობს მგონი ალბად არც ცდება თუ გაერთო თითები თამაშს? არაა მეგრძნობი თვალებს გისწორებ და თენდები აი როგორც დილით მზის ამოსვლა ჩემს მთებს აქეთ სველი ნამივით ეფინები და სხივებს მჩუქნი იცი როგორ იღვრები ? არაა მე ვიცი თბილი ხარ თუ მე მეთბილები ალბად ორივე :)
Image
ზაფხულის წვიმას შეერია სურნელი მინდვრის ღიმილი შენთვის გაიყინა წვეთებს ინახავს... რა მირჩევნია? წვიმამ დამნამოს, შენ მოხვიდოდე და წვეთებში ჩაიღვარო შვიდფერად, შვიდგზის...

მასინათლო ...

Image
მე მის მზესთან წითელ  ყვითელ უფრო მწველთან მეცხრე ცამდე მთების წვერთან მესველა და მეყინულა ლურჯ ფერ დაკრულს ეფერულა შეთბა შეცბა ფიფქი ნადნობს ფიქრიც ართობს ფერით ხატავს ლანდავს ართავს ცა ცისფერის ვირუსია მზის სხივები მიუსია მევლო მევლო მზეო მზეო მესულო და მესხეულო მეფინო და მეფერულო მასხივო და მაფერადო მასინათლო მასინათლოო ...