Posts

Showing posts from January, 2010

m და ის რაც განგრძობადია გაგრძელდება

ყოველთვის როცა ვამბობდი სიტყვას მარადიულს, მეჩვენებოდა რომ ეს მართლა მარადიული იყო და სულ ასე უნდა ყოფილიყო. თუმცა მარადიული ხშირად უფერულდებოდა, ქრებოდა ან ჰაერში იფანტებოდა. ფსევდო სიტყვები მარადიულობაზე სიყვარულზე და სიტყვა მუდამ, მუდამ, მუდამ, მუდააამ  ყოველთვის, სულ, ყველგან, სიკვდილამდე  ახალ როგორ ვერიდები ამ სიტყვებს და არც ვითხოვ  რატოომ ?  იმიტომ, იმიტომ რომ მე ეხლანდელი მირჩევნია იმას რაც მერე ან იქნება ან არა მერე  მერე რა იყო ? ხოო მერე ის იყო რომ მარადიულის არაფრის აღარ მჯეროდა. ან რატომ უნდა დაიჯერო, როცა შეგიძლია იცხოვრო დღევანდელი დღით. დატკბე ყოველ წუთით და არ იფიქრო იმაზე რა იქნება ხვალ, ზეგ, მაზეგ და ასე შემდეგ შეგეძლოს გიყვარდეს ამ დღით ამ წუთით ამ  წამით უაზრო  პროგნოზირებით არ დაიტვირთო ეს ლამაზი წუთები და იცხოვრო იცხოვრო მხოლოდ  იცხოვრო სიყვარულით, იმით რაც უფალმა მოგმადლა და ის რაც განგრძობადია გაგრძელდება ................................................

ზუუუ... e

აი ზუსტად ამ დროს მიჭირს სულ და განვიცდი უშენობას... უფრო სწორად ძალიან მინდა რომ ჩემთან იყო და მიყურო...  უსასრულოდ მიყურო შენი თბილი, სიყვარულით სავსე თვალებით.  მერე გამიღიმო,  ისე როგორც შენ იცი და ისე როგორც მარტო მე მიღიმი :) ისე როგორც გიხარია როცა დამინახავ და მე ვივსები ამ შენი განცდებით,  მერე ისევ შენთან მომაქვს და ვთბებით. იცი როგორ მენატრები.  უსაშველოდ>>>>>>>>    უსასრულოდ>>>>>>>>  მთელი დღე ვუძლებ ხოლმე მაგრამ უკვე ძილის წინ მიჭედავს :) შენი სითბო მაკლდება როცა ერთი დღე მაინც არ გნახავ. მიმაჩვიე (blush) ცუდოოო...  რატომ ხარ ასეთი,  ასეთი არანორმალურად ჩემი. რატოომ>>>>>>>>>>>>/// ზუუუ