აპრილივით

არა მაინც სხვაა მხოლოდ არ ვიცი რა,მოვიდეს და გააღოს კარი, შემოვიდეს და გადამიშალოს არეული ფურცლები, რომელიც თავისი ჯიბით დააქვს სულ... საშინლად გაცვეთილი და დაჭმუჭნული ფურცლები...
შემოვიდეს ჩემს ოთახში და შემს არეულ საწერ მაგიდას გადახედოს ისე არაფერი მაგრძნობინოს,მხოლოდ შემომხედოს და თვალები ისეთი მშვიდი ქონდეს,როგორც არასდროს...
მე არ შემეშინდება გადავლახავ იმ თვეებს რომელიც უკან დარჩა,მოვხევ ჩემს კედელზე ამის ნაკვალევს და თავს დავდებ შენს ძლიერ გულზე,ის კი გამათბობს და ბევრ რამეზე დამელაპარაკება,ჩემი გული პასუხს დაუბრუნებს და ასე ისაუბრებენ დილამდე...
მოდი აპრილივით...

Comments

Popular posts from this blog

უძრაობა ქალაქში

ზღვისფერი გაქვს თვალები ...