ჩუმი მელოდია მთები უსიტყვობის მიყვარს მონატრება მწვანე მდელოების დილა ცვარიანი ფიქრი ქარიანი აედევნა ქუჩას მთვარე ნამიანი
Posts
Showing posts from April, 2009
- Get link
- X
- Other Apps

იცი რა მინდა? მხოლოდ ერთი რამ,მე ვიყო შენი ფიქრების ფეთქვა...შენი ლექსების უჩინო ლანდი... სიგიჟე ჩუმი... იცი რა მინდა? შენ რომ გიყურო... გზაში,მთაში,მზეში,მთვარეში... ბედნიერს... ღიმილიანს... მოწყენილს... დაღლილს... შემოგეხვიო... შეგისუნთქო... გაგათბო... გიგრძნო... და შენი შუბლის იმ ძლიერ ძარღვზე ისმოდეს ფეთქვა ჩემი კოცნის... იცი რა მინდა? მხოლოდ ერთ რამ,გაზაფხული იყოს,ვიყოთ მთაში,მინდორი დიდი,მე მედოს ჩემი ფშვრიალა თმები შენს მკერდზე და გიღიმოდე, გიყვებოდე სიხარულს სულის... შენ სიგიჯემდე თბებოდე ჩემით... უსასრულობა ერქვას შენს მზერას... მხოლოდ ეს მინდა... განა ბევრს ვითხოოვ? :)