არასდროს მყვარებია წვიმა,თან ასეთი მძიმე...
სოფელში,ზაფხულში,შხაპუნა წვიმას ვეფერებოდი,მზის სხივებთან ერთად რომ მოდიოდა ციდან...
ეხლა ვხედავ რომ ცა მოიღუშა ნაცრისფრად, გრუხუნებს და ემზადება რომ განთავისუფლდეს დაგროვილი ცრემლებისგან...
ალბად წამოვა და თანაც ბევრი...
მიყვარს ასეთი წვიმა,ან ეხლა შემიყვარდა...

Comments

  1. შენ ბათუმის წვიმები უნდა ნახო, ყველა სეზონზე სხვადასხვანაერად წვიმს და განწყობაც ამის მიხედვით გეცვლება.
    გაზაფხულზე მხიარული წვიმებია ძალიან, ზაფხულში წვიმა არის ღონიერი, წვიმის შემდეგ კი ჰაერი არის ძალიან კრიალა და სუფთა. შემოდგომაზე ოოო.... დაუსრულებელი, ძალიან სევდიანი და გუბეებში გაწოლილი, ზამთარში თოვლის მოლოდინი აქვს წვიმას, ცივია და სულ გაურბიხარ. საერთოდ ყველა ქალაქში სხვადასხვაგვარად წვიმს.
    მე წვიმის ფანი ვარ, იმის მიუხედავად რომ ყველაზე ნესტიან ქლაქში ვცხოვრობ, წვიმა მაინც არ მბეზრდება.

    ReplyDelete
  2. რა ლამაზად აღწერე ბათუმის წვიმები :)
    ჩემი უსაყვარლესი და ულამაზესი ქალაქი,სადაც ყველაზე კომფორტულად ვგრზნობ თავს და დავფრინავ როგორც ჩიტი...:)
    მე მარტო ერთ წვიმა მიყვარდა,ზაფხულის,მაგრამ დღეს მეორეც შემიყვარდა გაზაფხულის,ისეთი დიდხანს რომ არ უწვიმია და დაგროვილს ერთანად რომ გვასხამს.სასიამოვნო შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემი დარდიც წაიღო და ჩამორეცხა...

    ReplyDelete
  3. საშინლად დავსველდი, მგონი ვცივდები კიდეც, მაგრამ მაინც მიყვარს წვიმა, სხვანაირად მაფიქრებს, სხვა რამეზე მაკვირვებს, უბრალოდ მჭირდება...

    ReplyDelete
  4. :)მე გადავრჩი მოვასწარი სახლში:),თუმცა მინდა გითხრა ვისიამოვნებდი ძალიან ასე რომ მომხდარიყო,გაციება ეგ არაფერი:* გაკოცებ და გაგივლის :)

    ReplyDelete
  5. წვიმა მეც ძალიან მიყვარს, რაღაც სულ სხვა შეგრძნებებს მიღვიძებს

    ReplyDelete
  6. ხოო... გღესაც ძალიან ვისიამოვნე წვიმით,გამოდის მართლა შემყვარებია :)შეგრძნება მაქვს ფანტასტიური,რაღაც მიხარია და რა არ ვიცი :)

    ReplyDelete
  7. miyvars... da xshiradac vsaklisob xolme wvimas...

    ReplyDelete
  8. წვიმა არის ჩემი პირველი და უკანსკნელი სიყვარული :დ

    რა პოეტური ვარ :)

    კი არადა ვინ ვინ და შენ ყველაზე მეტად თუ არა ყველაზე კარგად მაინც იცი როგორ მიყვარს წვიმა და რას ნიშნავს ჩემთვის და ვინ არის და რა არის წვიმა :)


    წვიმის ადამიანი ვარ :)

    ReplyDelete

Post a Comment

Are you sure? :)

Popular posts from this blog

უძრაობა ქალაქში

ზღვისფერი გაქვს თვალები ...