მოხვალ როცა ...




მოხვალ როცა შეერევა წვიმა ქარს და მე შენ ფიქრებს...
მომიყვები ბევრ ამბავს,საინტერესოს და უინტერესოს მე კი ბევრს ვიცინებ...
მერე შენი ლამაზი თლილი თითებით ლოყაზე მომეფერები და მეტყვი როგორი საყვარელი ვარ მაშინაც როცა არ ვლაპარაკობ და გისმენ...
_კი ეგ ამბავი მეც მომისმენია სადღაც ოღონდ მაშინ ასეთი საინტერესო არ მეჩვენა...
_ეს იმიტომ რომ მე გადმოგეცი ასე... ისე დიდი არაფერი,
_ისე ცოტა თავბრუ მეხვევა,ალბად ბევრი დავლიე,
_არა მგონია,ჩემი საუბარი გაგაბრუებდა:)
_აბა მომიყევი რა გააკეთე დღეს ახალი?
_ახალი არაფერი,მგონი ეხლა გავაკეთებ...
_და პირველად მე მაჩვენებ...
_ვითომ რატომ?
_ისე... მე მინდა შენს მერე შევიგრძნო სანამ სხვა შეეხება...
_ისევე როგორ მე არაა...
_და რა თქმა უნდა...
_უიი... წვიმა წამოვიდა...რა ლამაზია არა წვიმა ამ დროს...
_გინდა გავიდეთ და ვიცეკვოთ?...
_დარწმუნებული ხაარ? :)
_სავსებით... :)თუმცა რომ გაცივდე... ანდა არაფერია,ისევ მე მოგარჩენ...
_თუ გავცივდები მადლობა წვიმას?
_მე მადლობა რომ წვიმაში აგაცეკვე,
_ავიღეთ სტარტი?
_მოიცადე,უფრო კარგად დაუშვებს ეხლა და გავედიით...
_მე უკვე მოგასწარიიიი..... დამეწიეეე.... :) :)
............................................................
მერე იყო ცეკვა წვიმაში...
ცისარტყელა...
რომლის ქვეშ გავძვერით ბევრი წვალებით და მგონი სურვილის ჩაფიქრებაც კი დაგვავაიწყდა,
და რა დროს ეგ იყო ისე ვიხალისეთ...
მან ხომ უჩვენოდ იცის ჩვენი ერთად ყოფნის ფერები...

Comments

  1. გუშინდელი დღე გამახსენდა

    წვიმაში ვიცეკვე მარტომ

    ReplyDelete
  2. ვოცნებობ ვიცეკვო წვიმაში...:)
    me end mine...

    ReplyDelete

Post a Comment

Are you sure? :)

Popular posts from this blog

უძრაობა ქალაქში

ზღვისფერი გაქვს თვალები ...