თეთრ ღრუბლებს შორის...

თეთრ ღრუბლებს შორის მოჩანს ახლა ის ლამაზი დღეები მომავალი...
ოცნება უცბად გამოკვეთილი ცოტა ძნელად აღსაქმელი იქნებოდა...
ასე ნელა ისე თბილია ისე ნაგრძნობი...
პატარა ოთახი,
მაგიდაზე მიმოფანტული წიგნები,რვეულები,
არეული ლოგინი,
კედელის თაროებზე უამრავი შენი ნივთი...
კომპი სადაც მთელი შენი სამყარო თავსდება ახლა...
და ამ სივრცეში შემოჭრილი შენს გვერდით ვზივარ...
შენ გამიღე კარი და შემომიშვი...
სხვა ოთახებში უამრავი ხალხი დაფუსფუსებს და თან ინტერესით იყურებიან ჩვენსკენ.
სულაც არ ვფიქრობთ ამაზე,იმდენად კარგად ვგრძნობთ თავს ასე ესთმანეთს გვერდით.
სულ რაღაცაზე ვსაუბრობთ,სულ...
ბევრ სისულელესაც ვამბობთ,ხან ვკამათობთ,ხან ვაბრაზებთ ერთმანეთს,ხანაც უბრალოდ ჩუმად ვზივართ და ლოყა ლოყაზე მიდებული რაღაცას ვუყურებთ...
უსიტყვობის ჰარმონიული ბგერებით ვტკბებით...
ხან შენ შემოტრიალდები უცებ და მაკოცებ ხანაც მე...
მხოლოდ სიჩუმით,მშვიდი თვალებით ვეფერებით ერთმანეთის სულებს...

Comments

  1. რა ლამაზია შენი სამყარო და ფერადი :)

    მინდა :)

    ReplyDelete
  2. მომეწონა რაღაცნაირად :)

    ReplyDelete
  3. female იცი,ასე მგონია ცხოვრება შავ–თეთრი რომ არ იყოს ხანდახან გაფერადებაც არ იქნებოდა ასე ლამაზი და საინტერესო...:)მერე კი ამ ფერებით ტკბობა...:)

    perfect stranger მადლობა რომ კითხულობთ:)მიხარია რომ მოგწონთ...:)

    ReplyDelete

Post a Comment

Are you sure? :)

Popular posts from this blog

უძრაობა ქალაქში

ზღვისფერი გაქვს თვალები ...

.......................................................