თუ მზეს გავყვებით


თუ მზეს გავყვებით,
არასოდეს,
არასოდეს,
არასოდეს
არ დაღამდება,
არ მოვა მთვარე
ცივი ხელებით...

თუ მზეს გავყვებით
ოკეანეში დავანთებთ ხანძარს
მზისფერ
სიზმრებად...

თუ მზეს გავყვებით,
სულ რაღაც წამით
ვიქცევი მზედ და
მერე ისევ შენს თვალებში ჩავეშვები
უსაზღვრო ვნებად...

უსასრულოა ჩემი ოცნება,
ჩვენი სიცოცხლეც- ერთი დიდი, კაშკაშა დღე
არასოდეს,
არასოდეს,
არასოდეს
არ დასრულდება
თუ მზეს გავყვებით...

---
ჩავიქრე ცეცხლი თვალებში და გავყინე მზერა
როცა მიყურებ...
არა, არ მინდა შემიყვარდე....
შენს თვალებში
შენი ოცნების,
შენი ცეცხლის,
შენი მზის მჯერა...
მზეო,
მომხვიე ხელები და შორს წამიყვანე...
მე მინდა შენთან.
უსასრულოა ჩემი ოცნება...

თუ მზეს გავყვებით.....

დალილა

Comments

  1. ეს ლექსი სადღაც მაქვს წაკითხული და ვერ ვიხსენებ :( ლიტერატურა.გე-ზე ხო არა???

    ReplyDelete
  2. კი ნამდვილად მანდ :)
    ყველაზე ძალიან მიყვარს ეს ლექსი და ისეთ ჩემია...

    ReplyDelete

Post a Comment

Are you sure? :)

Popular posts from this blog

უძრაობა ქალაქში

ზღვისფერი გაქვს თვალები ...