რატომაც არა





რატომაც არა, სიხარულო,
რატომაც არა,
ხშირ-ხშირად შევცვლი კალენდარზე
ათვლის წერტილებს:
დღეს_გამიღიმე,
ხვალ_უბრალო მაჩუქე კაბა,
ანდა, თოვლივით უცაბედად სტუმრად მეწვიე...
გადავაფარებ მაგიდაზე ფერად გობელენს,
არხევს დარაბებს ორპირების დაუდევრობა,
ჩამოსცვენიათ ჰორტენზიებს თეთრი ფურცლები,
როგორც ფიქრების სევდიანი, მძიმე მხედრობა...
ვარჩევ კაბისთვის ქალწულივით შემკრთალ საფირებს,
მარტივ სიხარულს ცხოვრებისთვის ვირჩევ მეგზურად,
ჰო, ამ ოთახის დრაპირებულ მყუდრო სამოთხეს
ნატურმორტივით შენი ყოფნაც მოუხდებოდა...

შენ გამიღიმე_სიხარულად რა ცოტა კმარა...

ქეთევანი

Comments

  1. ვაიმე :)

    როგორ გაიზარდა ეს ავტორი :)

    მომწონს ლექსები

    ReplyDelete
  2. ეს ჩემი ლექსი არ არის:) მაგრამ მომწონს ძაან :)

    ReplyDelete

Post a Comment

Are you sure? :)

Popular posts from this blog

უძრაობა ქალაქში

ზღვისფერი გაქვს თვალები ...

ჩემი