მამა



ეს მეორე წერილია რომელსაც გიგზავნი მამა,პირველი ცოტა ადრე იყო...
ორივეჯერ უმისამართოდ...
მაშინ თბილი და ნაოცნებარი ბარათი მოგწერე,ისეთი როგორიც ჩვენი ცხოვრება მინდოდა ყოფილიყო.
მანამ კი ყველაფერი წუთიერი იყო,ჩვენი შეხვედრები,მოფერება,ტკივილიანი სიხარული...
მას მერე იმდენი დრო გავიდა და შენ ისევ არ ხარ ჩემთან...
ბავშვობის ოცნებები სრულდებაო ასე ამბობენ მამა,მე კი აღარ მჯერა აღარ...
მგონი გავიზარდე...
მარტომ გადავიარე ცხოვრების გზები,ტკივილიანი,სიხარულის და სიცარიელის...
ეხლაც ძალიან მტკივა,გეძახი გეძახი უდაბურ ტყეში სადაც არავის ესმის და ვიცი რომ შენც ვერ მოგაწვდენ ხმას...
ისე მჭირდება ახლა შენი სიყვარული,შენი სითბო,სიტყვები,რომლებიც მომცემენ ძალას და მაგრძნობინებენ რომ ერთადერთი ვარ ქვეყანაზე შენი ლამაზი,შენი საყვარელი,შენი ჭკვიანი გოგო...
რომ მარტოსაც შემიძლია ვიარო ამ ქვეყანაზე ძლიერად და შეუდრეკელად...
ასეა მამა ისევ ისე ვოცნებობ ალბად რადგან ამას გწერ მაგრამ შენი ძლიერი ხელი მჭირდება რომ გავაგრძელო გზა... არა ბავშვობის ნაოცნებარი არამედ სასტიკი ცხოვრების...

Comments

  1. ძალიან ძალიან ძალიან ნაცნობი წერილი იყო :| იმ განსხვავებით, რომ მე პირადად მამას არ ვწერდი, ადრე ვწერდი ხოლმე იმაზე, აი, მამა რომ მყოლოდა და როგორი ურთიერთობა გვექნებოდა, მე როგორი ვიქნებოდი... და მერე მივხვდი, რომ ასე უკეთესია, რომ მამა არ არის ღმერთი, ადამიანს არასოდეს ეძლევა იმაზე ძნელი განსაცდელი, ვიდრე მისი გადალახვა შეუძლია, ამიტომ მიხარია კიდეც ახლა, რომ ასე გავიზარდე და მამა აღარ მჭირდება.
    მადლობა, ლილია, ძალიან კარგი იყო, ამხელა კომენტარი დამაწერინა შენმა წერილმა. შენი მამა (და ყველა) უნდა ამაყობდნენ შენით.

    ReplyDelete
  2. :)მადლობა ჩემი კარგო ასეთი სიტყვებისთვის...
    იცი რა არის,რომ არ გყოლია ალბად უფრო ადვილია შენთვის. აი მე რომ მყავდა და მიყვარდა უზომოდ,ყოველი მისი დანახვა ჩემთვის ზეიმი იყო,ჩემი თავი პატარა პრინცესა მეგონა როცა ის ჩემს გვერდით იყო და მეფერებოდა.ძალიან ძნელია გაიზარდო,რეალობას შეეჯახო და ეს ყველაფერი დაკარგო,თუმცა ეს უკვე გადაშლილი ფურცელია და დავიწყებული.მე შევეჩვიე უმისობას და ასეც ვცხოვრობ,მაგრამ რაღაც ძაან რომ გამიჭირდა,ეხლა ვიგრძენი რომ მისი მამაკაცური სიძლიერე მჭირდებოდა და მაკლდა...

    ReplyDelete
  3. მამაჩემი მომენატრა :( :(

    ReplyDelete
  4. ისე გოგოებს მამებთან დაკავშირებით მაინც განსაკუთრებული გრძნობები გვაკავშირებს... :)
    მეც მენატრება მამაჩემი ისეთ როგორიც მინდოდა ყოფილიყო :(

    ReplyDelete
  5. mec menatrebaa mamachemii. magram cxovrebaa rtuliaa chems gverditar ariss daa mecdzalian guli mtkivaa,,,

    ReplyDelete

Post a Comment

Are you sure? :)

Popular posts from this blog

უძრაობა ქალაქში

ზღვისფერი გაქვს თვალები ...

ჩემი