******



დრომ,დრომ,დრომ,დრომ
გადაუარა
ხმას,ხმას,ხმას,ხმას
შენი ძახილის.
მას სურს,მას სურს
ჩემი ტუჩები,
სხეულს იქით გადაცდენა წამებით.
ისე როგორც,ისე როგორც
ღამეულს,თრობის ჟინით,
შეშლილი ოცნებებით.
შიშს,შიშს,შიშს,შიშს
ვერ მოუარა
და სანატრელს ვერ შეახო ხელები.
შორს,შორს,შორს,შორს
რომ ჩაუარა,
გულში ლავად გადაედნო ფერებით
მაგრამ,მაგრამ
ასე სუსტი კი არა,
მჭირდებოდი ცეცხლოვანი თვალებით.

Comments

Popular posts from this blog

უძრაობა ქალაქში

ზღვისფერი გაქვს თვალები ...