კვალი



შუაღამეა...
გამოაღე ყველა სარკმელი
და თანდათან აივსე სული...
ჯერ ყველას ძინავს...
ჰო,მხოლოდ თოვლი,
შემკრთალი თუ ფერმკრთალი თოვლი,
ფიქრით დაღლილი არემარეს
ერთფერში ხატავს
და სავსე მთვარე...
ზედაზენზე ამოდის მთვარე
თეთრი გიორგის უჯიათი
წარმართი პაპა...
რა გემართება?!
მთვარესავით გაფითრდი, ვატყობ,
და სარკესავით აირეკლე შენი სხეული,
ნაფეხურები დაიტოვე ირმისგან მარტო,
შიშის წყეული ნაფეხურები...
და როგორც მთვარეს დალაქული სული გაქვს ახლა...
რა გემართება?
სავსე მთვარისას,რატომ ფითრდები?!.


ქეთევანი

Comments

Popular posts from this blog

უძრაობა ქალაქში

ზღვისფერი გაქვს თვალები ...