მარადიულად



არასოდეს
არასოდეს
არ მოვა ქარი
და მასთან ერთად არც შენ,
არც მთვარე მძივების ფანტვით...
აღარასოდეს
აღარასოდეს
არ ამოვა მზე ოქროსფერი
არ მომეხვევა
 არ გამათბობს 
სხივი ნათელი...
სამარადისოდ
სამარადისოდ
გაიყინე გულო
ძლიერო
და ოკეანის ცივ შუაგულს
დაიდე ბინა
მარადიულად
მარადიულად
გავქრები წამად
გავქრები ფიქრად
მოგონებად
და არა ფეთქვად...

Comments

  1. guli ar iyineba :))))))))
    marto tbeba da gabobidan gatbobamde isvenebs...
    da roca vegar tbeba mere cherdeba...
    da sul isvenebs...

    ReplyDelete

Post a Comment

Are you sure? :)

Popular posts from this blog

უძრაობა ქალაქში

ზღვისფერი გაქვს თვალები ...

.......................................................