ჩვენ და წვიმა




.........................................

როგორც არ უნდა იყოს

რომელი თვის და რიცხვის

საითაც გავფრინდები

მომაგონდება მაინც 

ჩვენი ბილიკი მოკლე

ნათელი მთვარის შუქის

შეხება უსასრულო

გაწყვეტილი სიმივით

გაყინული გული

და

შეწყვეტილი ღიმილი

მოვარდნილი

მონატრება

ფრთხილი ნაფიქრალივით

გაცრეცილი ფოტოები

არეკლილი კადრები

შერეული ფურცლებივით

ლექსებს ესაუბრები

მეფერები

მიგონებ

სურვილების ზღაპრებში

მონატრების სუნთქვის

და

ჩემი ვერ ასრულების

 შენი სველი შეხება

ჩემი არ დაბრუნება

ჩვენ და წვიმა

გაწვიმდა

თუმცა მაშინ არ წვიმდა

..........................................

Comments

  1. აუუუუ გაწვიმდა როცა არ წვიმდა რა მაგარიააააა :) :*

    ReplyDelete
  2. მადლობა ჩემო კარგო :)
    ისეთი სასიამოვნოა ყოველთვის შენი კომენტარები...:):*
    .

    ReplyDelete
  3. female said... xooo :)

    ამ ხო– ში ეჭვი მაქვს სათქმელი იმალება...:)

    ReplyDelete

Post a Comment

Are you sure? :)

Popular posts from this blog

უძრაობა ქალაქში

ზღვისფერი გაქვს თვალები ...

.......................................................