24 June 2010

ყოფნა ყველაფერში




გავხდები: შენი რიგითი წუთი,
ყოველდღიური ნაცნობი, მოძმე.
სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი,
მტვრიანი ქუჩა, აპრილის მოწმე.

გავხდები: უცხო გამვლელი ძაღლით,
შენი ხელ-პირის დაბანა დილას,
სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი,
სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა.

გავხდები; შენი მეზობლის წყევლა,
ცელქი ბავშვების დაჭრილი ბურთი,
პატარა ბიჭის დარჩენა მძევლად
და ჩამსხვრეული ფანჯრების ბუნტი.

გავხდები; შენი ერთგული ჩანთა,
სუნამოს ბოთლი, საფულე , მძივი,
კაცის შეხვედრა საყვარელ ქალთან
ან მოსეირნე ჭადრების მწკრივი.

გავხდები:წვიმა გაშლილი ქოლგა
და ქვაფენილის სველი ლაქები,
ღAმის პერანგი ან ძილში ბორგვა,
თავზე ხელების შემოლაგებით.

გავხდები: შენი გამოცვლა კაბის,
შიშველ სხეულზე მოცმული ფარდა,
აბაზანში ღრუბელი ქაფის
და უცხო ზურგის შექცევა ბართან.

გავხდები: შენი ყვავილი ქოთნის ,
ფანჯრის მტვრიანი, დახრილი რაფა,
წითელი ღვინის დაცლილი ბოთლი,
ან ჭურწლის გროვა, დამწვარი ტაფა.

გავხდები დილის პირველი ყავა,
და გაცრეცილი ბავშვობის ფოტო,
წარსული რომელიც გაგაიხდა ავად,
წვიმაში მაინც გადის და ლოთობს.

გავხდები: შენი მაგიდის წიგნი,
რომლისაც ხშირად ივიწყებ ავტორს,
ან თუნდაც შიში, თორმეტი წლის წინ
როცა მშობლები გტოვებდნენ მარტოს.

გავხდები: ყველა მუსიკის ჰანგი,
კლასიკა, ჯაზი ტანგო და როკი,
თუ გინდა თეთრი, თუ გინდა ზანგი,
თუ გინდა ჭრელი სარეცხის თოკი.

გავხდები:შენი თამბაქოს სუნი,
სავსე საფერფლე, ასანთის ღერი,
ნაფაზის რგოლი და შენისლული
ნიკოტინისგან ყვითელი ჭერი.

გავხდები: თოვა ცისა და ნუშის,
ღამის პროსპექტი დაცლილი სისხლით.
გინდა გავხდები, რაც იყო გუშინ?
ტკივილი, სევდა, სიბრაზე, ზიზღი...

5 comments:

  1. აუ რა მაგარი იყოოო :)) ბავშვივით გულიბრყვილოდ ვიღიმიიი :*

    ReplyDelete
  2. და ყველაფერი იწყება და მთავრდება მისით:)

    ReplyDelete
  3. ძალიან ძალიან მაგარია, შენი ლექსია? : )

    ReplyDelete
  4. გიორგი ზანგურის ლექსია.
    ძალიან გთხოვთ მიაწერეთ ხოლმე ავტორები.

    გთხოვთ :)

    ReplyDelete

Are you sure? :)