უკვე წაშლილი


------------------------------------------------
მინდოდა მეთქვა,
გაზაფხული
ახსნადი არის ამ პლანეტის
მზის ირგვლივ ბრუნვით,
და ის ბავშვები,
შიშველ ტერფებს მზეს რომ უშვერენ,
მხოლოდ გესიზმრა....

მინდოდა მეთქვა,
ჩვენ ასფალტის არ ვართ მძევლები -
ჩვენ ამ ქალაქის ბინადრები ვართ.

მინდოდა მეთქვა,
აქ ყველა გზა არ მოდის, მაგრამ
არც ჩვენ მივდივართ იქ, საითაც
მიუხარიათ -
ჩვენ ვრჩებით,
და აქ
არაფერი არ გვაბარია -

ან იქნებ მხოლოდ
ერთმანეთის მარტოობები...



ჰექსე

Comments

Popular posts from this blog

უძრაობა ქალაქში

ზღვისფერი გაქვს თვალები ...