მე და ღამეს





==========================

მე მენატრები, სულ მენატრები
შორს სადღაც ფიქრების გავცდი მწვერვალებს
ქალაქში ღამდება ჩემი ნატვრები
გაჰყვა უკუნეთ ღამის მწერალებს.

ამოიოხრა ღამემ უშენოდ
და მხოლოდ ეს ოხვრა ჩამესმის ყურში
რამდენი დღეა ასე უფეროდ
წვიმს და ცივ წვეთებს მაწვეთებს სულში.

და შემაჟრჟოლებს მე უშენობით
როგორც სიცივით მობუზულ ჩიტებს.
ღამემ გამიგო და თანაგრძნობით
შენზე ჩემს დარდებს თვის გულში იტევს.

წვიმს უსასრულოდ და ღამე ტირის
და სიმარტოვე ჩემს ფერხთით დაჯდა.
გახსოვს? გიყვარდა ხმაური წვიმის...
თუმც სამწუხაროდ წარსულში დარჩა.

სევდამ დამხვია ცივი ხელები
ჩვენს მოგონებებს ბრჭყალებით ებრძვის
მე ისევ შენს ჩრდილს მივეფერები
ჩემს ფიქრებსა და ღამეს რომ ერწყმის.

ასე იქნება მუდამდღე ალბათ,
შენ დამივიწყებ, მე მეყვარები...
და შენს წამწამებს მოვიხმარ კალმად
ძილს კი უჩუმრად გავეპარები...

გაგა ნახუცრიშვილი

Comments

Popular posts from this blog

უძრაობა ქალაქში

ზღვისფერი გაქვს თვალები ...

.......................................................