განსხივდა

სიზმარი იყო საოცრად ფერადი

ისეთი ფერადი შენ რომ გიხატია...

მე რომ მომითხუპნა სახლი

და კედლები... 

შეავსო ღრმულები

განათდა

გასხივდა...

ცა გადმოჰყურებდა

უსაზღვრო სიმშვიდით,

მზეც იფერადებდა სხივებს

და აწვიმდა

სითბო მოდიოდა

ღვარად დასდიოდა

ჩვენი სახლის ყოველი ფანჯრიდან

ყოველი კუთხიდან

შენიდან

ჩემამდე

ჩვენს მერე განთიადს

გაგრძელებულს მათში

ჩვენში

დალოცა სხივებით

დანამა წვეთებით

სულს სული მისცა და

ფრთებით შეიმოსა

სკას სკა გადააგო

თაფლივით დადინდა...

დადინდა დადინდა

იდინა იდინა

შენიდან ჩემამდე

და ასე 

უსაზღვროდ

უზომოდ

მრავალგზის

განსხივდა...

Comments

Popular posts from this blog

უძრაობა ქალაქში

ზღვისფერი გაქვს თვალები ...