თბილი ხარ თუ მე მეთბილები? არაა ხელების გავლით გული გრძნობს მგონი ალბად არც ცდება თუ გაერთო თითები თამაშს? არაა მეგრძნობი თვალებს გისწორებ და თენდები აი როგორც დილით მზის ამოსვლა ჩემს მთებს აქეთ სველი ნამივით ეფინები და სხივებს მჩუქნი იცი როგორ იღვრები ? არაა მე ვიცი თბილი ხარ თუ მე მეთბილები ალბად ორივე :)
ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავათ ჰგავხარ ზღვას, თუ არ შეგებრალები და, მითხოვდები სხვას, მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას, გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს, ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს, და მოგკილავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს... ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას. კონსტანტინე გამსახურდია
არასდროს მყვარებია წვიმა,თან ასეთი მძიმე... სოფელში,ზაფხულში,შხაპუნა წვიმას ვეფერებოდი,მზის სხივებთან ერთად რომ მოდიოდა ციდან... ეხლა ვხედავ რომ ცა მოიღუშა ნაცრისფრად, გრუხუნებს და ემზადება რომ განთავისუფლდეს დაგროვილი ცრემლებისგან... ალბად წამოვა და თანაც ბევრი... მიყვარს ასეთი წვიმა,ან ეხლა შემიყვარდა...
ჰეჰ, მუსიკალური რითმა :)
ReplyDeletechemii
ReplyDelete