მიყვარდა მეყვარება

მიყვარდა, მეყვარება შემოდგომის დღეები
მოწყენით
ნეტარება
და ოცნების
ფრთეები...
კლდეში მოდგა ზამთარი, ჩამოთეთრა ღრეები,
წვიმს, სარკმელში
ჩამდგარან
აბუზული 
ხეები...
რის დღეები! – გადიან თვეები და წლეები, –
ამოდიან,
ჩადიან
გამურული
მზეები.
...............................................
მურმან ლებანიძე
......................................................................................
ჩემი უსაყვარლესი პოეტი...  ჩემი ბავშვობის ლამაზი ლექსები და მოგონებები...   მიხარია რომ ის არსებობდა და ბედნიერი ვიყავი მისი ამ ქვეყნად ყოფნით და სმენით... თუმცა ის ეხლაც არის და იქნება სულ...

Comments

  1. აუ ჩემი ბავშვობის პოეტი მუხრან მაჭავარიანი იყო, ახლა მეცინება არადა რა სერიოზულად ხელებგაშლილი და ემოციებით ვყვებოდი მის ლექსებს :))))

    ReplyDelete
  2. ძალიან ლამაზი ლექსია. მურმან ლებანიძე მეც მიტაცებდა ბავშვობაში, ეხლა პოეზიისკენ ლტოვლამ რაღაც იკლო, სამწუხაროდ :(

    ReplyDelete
  3. მეც მეც მეც მიყვარს შემოდგომა, გამხმარ ფოთლებში სიარული და წვიმაში ცეკვა...
    (მომწონს ბლოგის ახალი სახე ძალიან)

    ReplyDelete

Post a Comment

Are you sure? :)

Popular posts from this blog

უძრაობა ქალაქში

ზღვისფერი გაქვს თვალები ...