ბედი

ტრაგიკოსია

და კლოუნად გამოჰყავს მუდამ,

პარიკიც უგავს ცხენის ჯიდაოს,

,,კაცო, ნუ ხარო უმადური, – ათასჯერ უთქვამთ,

ამაზე მეტი ტრაგედია რაღა გინდაო'',

ზოგი მიფრინავს,

უკან რჩება ჟამი და სივრცე,

ზოგი მიჩოჩავს, სიმწრის ოფლი გასდის კბილებში,

მაგრამ ქომაგი იშველიებს ანტიკურ სიბრძნეს:

,,ვერ დაეწევა ბატონებო კუს აქილევსი''.

ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით

და ჯუჯად მთვლიან სულით გოლიათს,

ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები,

ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია.

შოთა ნიშნიანიძე

Comments

Popular posts from this blog

უძრაობა ქალაქში

ზღვისფერი გაქვს თვალები ...