24 October 2009

ლიილია ლილია... განა ასე ხშირია...?



ერთ დღეს შევედი იქ,სადაც უკვე თვეებია შევდივარ და ჩემი ბავშვობაში საყვარელი ავტორების ლექსები,ცისარტყელა,მზე და გოგონა და გაყინული ტოტები მხდებოდა ხოლმე და თვალში მომხვდა რომ თეთრი ლილია აქაურობის პატრონის ერთ-ერთი სახეა. . .

მაშინვე ვიფიქრე,სხვა სახები რაა და რატო მაინცდამაინც ლილია თქო? და ის იყო უნდა მეკითხა,კიდე რაღაც ვიფიქრე. . .


ვიფიქრე,რომ ლილია საინტერესო ადამიანი ან ყვავილი უნდა ყოფილიყო და კიდე სხვა კითხვებსაც აუცილებლად გამიჩენდა. . .

და მერე კიდე რაღაც ვიფიქრე...


საბოლოოდ მოვიფიქრე,რომ ბლოგზე დავიწყებ პოსტებს სახელით ,,ესაუბრე მას'' (თუ ჩემნაირი შეურაცხადი ბლოგერი ვიპოვე,მაშინ შეიძლება გახდეს ,,ექაქანე მას'' :D ), და თვეში ერთხელ რომელიმე ბლოგერთან საუბარს მოვაწყობ. . .პირველი ლილიაა. . . .


ანუ, როდესმე ყველასთან მოვა ჩემი მეილი :)


ლილიაზე მარტო ის ვიცი,რომ ძალიან მომწონს სახელის ჟღერადობა,ცოტა არ იყოს და წაისაიდუმლოებამოცულებს და მეტს ახლა გავიგებ :

გამაფრთხილა,ადვილად არ ვიხსნებიო...

ვნახოთ რა გამოგვივა მე და ჩემ კითხვებს:


1. რატო ლილია?


არ ვიცი ასე უცებ მოვიდა და მითხრა შენ უნდა იყოო და მეც თბილად მივიღე...

მერე აღმოჩნდა რომ ძალიან ჩემი იყო... ამ ქვეყნად უბრალოდ ხომ არაფერი ხდება...:)


2. ერთ-ერთი სახეობა თეთრია,დანარჩენი?

იცი რამდენი სახეობა მაქვს ან რამდენი დრო,მონაკვეთი,განზომილება,ტყე,ტბა,მთა,მინდორი,ტროპიკები... ყველგან ვარ

მაგრამ არ ვარ ბევრი... ის ადგილი მაქვს მე რომ მიყვარს...

ბავშვობა ვარ სოფელში ლაღი სიხარულით...

ვარ თითქმის ყველა ფერი...

ვარდისფერი,თეთრი,ყვითელი,მწვანე,იასამნის,მალინის,ოქროსფერი,კოპლებით,იისფერი,მწვანე...

ვარ ნათელი და ღამე...

მზეზე მონარნარე და მთვარეს მოცინარი...

გახარებული და მოწყენილი...

სევდიანი და ბედნიერი...

წვიმიანი და დილის ცვარიანი...

მოუსვენარი და მშვიდი...

კეკლუცი და პრანჭია...

მწარე და ტკბილი...

ბევრი ვარ იმდენად ბევრი რომ მე თვითონ არ ვიცი როდის, სად, რაში, აღმოვჩნდები ან როგორ,რომელი,რამდენი ვიქნები... :)



3. ვინ არი ,,შენ''? (ანუ სახელი და გვარი არა, ის ,,შენ'', სიგიჟემდე რო თბებოდეს შენით და აპრილივით რო უნდა მოვიდეს, ის ...)

ის „შენ“ წარსულია... ერთადერთი ის „შენ“ გულში რომ არის მიმალული...

სიგიჟემდე რომ თბებოდეს ჩემით და აპრილივით მოვიდეს „ჩემია“ სულ ჩემში, ჩემთან რომ იქნება...


4. როდის არის დასაწყისი, გაზაფხულზე,მაშინ გაზაფხულზე რტოები როცა იყინებიან, როცა უცბად წვიმა გიყვარდება თუ,რამე სულ იწყება და ხან ვამჩნევთ,ხან ვერა...


არა როცა რტოები იყინებიან იქ ჩერდება რაღაც მანამ სანამ...

დასაწყისი როდის არის? არ ვიცი ალბად როცა იწყები შენ და ხორციელდები მასში იმ წვიმაში რომელიც თუნდაც პირველად გიყვარდება...

რამე სულ იწყება,ან არ იწყება... ან ვამჩნევთ ან ვერა... ან საერთოდ არ არის ჩვენი და შეგვეშალა... ან იყო და წავიდა... ან შენ გამოხვედი... ან უბრალოდ ერთხელაც მოხვდით იმ პლანეტაზე რომელიც თქვენია...

5. როდის იხატავენ სახეს ფერადი საღებავებით და როდის ეხებიან ცისარტყელას გასაფერადებლად?


:) არ ვიცი როგორ გითხრა უბრალოდ ფერები გაფერადებენ მაშინ როცა ჯერ ერთ ფუნჯს მოგაწვდიან,შენდეგ მეორეს,იქვე საღებავების ფერებს,რამდენი ფერიც იქნება იმდენფერად შეიღებები...


ცისარტყელა მჩუქნის ფერებს რომლითაც მერე დიდხანს ვიღვრები და სხვებსაც ვაფერადებ...


6.ფერები ილუზია არ არი,ან ტყუილი?


ყველაფერი ილუზიაა თუ დაიჯერებ... ან რეალობა არის კი რეალობა? მთელი ჩვენი ცხოვრება ერთი დიდი ილუზიაა,მხოლოდ ყველას ჩვენი ფერები და ილუზიონისტების წარმოდგენები გვაქვს...

7. არც პოეზიაა ილუზია?

იცი ილუზიაც საიდანღაც მოდის... ის ქვეცნობიერიდან იბადება,ასე რომ ილუზია არ ნიშნავს არარეალურს... პოეზია ყველაზე დიდი ყველაზე ლამაზი ცხოვრებაა ილუზიაში...

8. რა არის პოეზია?

პოეზია განუხორციელებელი ოცნებებიაო ამბობენ ფსიქოლოგები და პოეტებიც აქედან იბადებიანო...

თუმცა პოეზიას რეალური განცდების გადმოცემაც ძალიან კარგად შეუძლია და ამ განცდის ნაყოფიც გემრიელია,ნატკივარია და ცოცხალი...

9. კითხულობ როცა...

ანუ შევცვლი და ვიტყვი,ვკითხულობ ვიდრე ვცოცხლობ,სულ... თუ რაიმე არ მიშლის ხელს ამ საყვარელ საქმიანობაში...:)

10.წერ როცა...

რაღაც უზომოდ მაწუხებს,მაგრზნობინებს,მიტევს...

11.ცხოვრობ როცა...

ღმერთი მაძლევს ცხოვრების უფლებას...

12.

იცი მეღმები

არაა...?

იცი მენატრები

აღარ?

ფიქრში იკარგები

თანაც?

ისევ წვიმა მოდის

ისეევ?

სიზმარს რომ დაშორდი

ნუთუ?

აღარც ცხადში ხედავ

ბნელა?

ისევ გავანათებ

სხვებთაან?

მე მის მზესთან

ახლა?

მაშინ

მერე

როცა...


როდის?

მოდი ისევ როცა... :)

13. შენიდან ჩემამდე შორია? (შენიდან ჩემამდე


და ასე

უსაზღვროდ

უზომოდ

მრავალგზის

განსხივდა...:)


არა... არ არის შორი როცა უსაზღვროდ უზომოდ მრავალგზის განსხივდება ყველაფერი უსაზღვროდ ახლოა... :)


14. მართლა წახვიდოდი ყველგან,სადაც დაგხვდებოდა?

კი...

თუ შემიყვარებდა მე და ის „ჩემი“ იქნებოდა...


15.მივალთ როდესმე,გაღიმებამდე,გათენებამდე,მზემდე და ჩვენ სახლამდე?


ამ ლექსზე კომენტარში შენ ძალიან კარგად დაწერე: „მე მარტო იმაზე ვიცი პასუხი,რომ გაღიმებამდე რამდენიმე თბილი სიტყვაა დარჩენილი... სახლამდე კი მყუდო განწყობა...“ო

მეც მჯერა რომ

გაღიმებამდე მხოლოდ რამდენიმე თბილი სიტყვაა დარჩენილი...

მზემდე პატარა მზეები...

ჩვენს სახლამდე კი მთლიანობის და სიმყუდროვის შეგრძნება...

მივალთ რა თქმა უნდა თუ გვჯერა ყველგან მივალთ...

16. შენთან როცა შემოვდივარ ხოლმე,სულ სიმსუბუქის და სინათლის ასოციაცია მიჩნდება...


შენთვის როგორია ლილია,ანუ შენ...


დიდი მადლობა ჩემო კარგო...არც ვიცი რა ვთქვა... ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს და მიხარია თუ ასეთ დადებით მუხტს ვავრცელებ ირგვლივ... :)

ლიილია

ლილია

განა ასე ხშირია...? :)


როგორი ვარ...?

იცი მგონი ბლოგი თავის სათქმელს ამბობს ლილიაზე,ასე რომ ჩემზე ბევრს თუ ცოტას ვერაფერს დავამატებ...


დაე ჩემმა ნაწერებმა თქვან... :)


მადლობა იმისთვის რომ დაინტერესდი ჩემით, დამისვი ასეთი მრავალმხრივი და ფერადი კითხვები... და რომ ვარ პირველი... :)


ლილია


p.s.საბოლოოდ ლილია გოგონა აღმოჩნდა,ისევ ისეთივე ნაზი,თბილი და რბილი მგონია,როგორიც მეგონა. . .

ძალიან მინდოდა რომ ლილია ახლაც თეთრი ყოფილიყო,მაგრამ ახლა ვარდისფერი ვარო. . .


როდესმე ისევ გავთეთრდები და ალბათ დიდი ხნითო...

ვარდისფერი ლილიაც ლამაზია...

ნასტასია

4 comments:

  1. აქაც მოვედი :) ბევრი საინტერესო რამ გავიგე ამ საუბრიდან მეთქი ნასტ-ს ვუთხარი :)

    ReplyDelete
  2. მიხარია... :)

    :*

    ReplyDelete
  3. აი არ ვიცი, აი აი wordless, არა არ მინდა ქართულად მინდა ვთქვა, აი სიტყვები, რომლებიც მაფიქრდება, რომ პოსტს შევუსადაგო წერისას ქრება, ცხვენია და ქრება, იცის, რომ არ აქვს იმხელა ძალა ეს გრძნობა გადმოსცეს რაც წაკითხვის შემდეგ განვიცადე :)

    ReplyDelete
  4. ლალენა საყვარელო როგორ მიხარია ვერც წარმოიდგენ :)
    მეც არ მყოფნის სიტყვები გითხრა რაღაც ისეთი რაც უნდა ითქვას ამ დროს...:)

    ერთი ვიცი ზუსტად,ყოველთვის სიხარული და სითბო შემოგაქვს ჩემთან :)

    მადლობა ამისათვის...

    :* :* :*

    ReplyDelete

Are you sure? :)