* * *

ცოტა სიყვარული კმარა,

ცოტა სიყვარული, თვარა

რომ შეგშლის და გადაგრევს,

იმისთანა სად არის?!

ცოტა სიხარული კმარა,

ცოტა სიხარული, მარა

ან ის ცოტა, ან ის ცოტა,

ან ის ცოტა

            სად არის?!

მურმან ლებანიძე

Comments

Popular posts from this blog

უძრაობა ქალაქში

ზღვისფერი გაქვს თვალები ...