n

როცა ყველაფერი გარშემო ტრიალებს

ჰაერში უამრავი ფერადი ციმციმა ბურთულები დაფარფატებენ

თანდათან გიახლოვდებიან და იქ

ახლოს

სულ შიგნით და შიგნით მიიწევენ...

გადაბრუნდა დედამიწა და

ღრუბლებში არმოვჩნდი

იქ სადაც არ დავდივართ

დავფარფატებთ

თეთრი ქათქათა ღრუბლები და

სულ სიფრიფანა პეპლები

ყველა მხრიდან რომ გეხვევიან და გაბრუებენ

.................................................



როცა რეალური არარეალურად გეჩვენება

რაც არ მოგწონდა მოგწონს

ვინც არ გიყვარდა გიყვარს

ყველას პატიობ და არაფერი არ გწყინს

მობეზრებული ქალაქი ლამაზდება

მთელს მსოფლიოში აუტანელი უბანი ფერადდება

...........................................................

როცა ხარ მზეა

როცა არ ხარ მიტოვებ

..........................

Comments

Post a Comment

Are you sure? :)

Popular posts from this blog

უძრაობა ქალაქში

ზღვისფერი გაქვს თვალები ...

.......................................................