29 March 2009

ისე გელოდი... ისე...
თან ვიცოდი რომ მოხვიდოდი...
რამოდენიმე დღით ადრე უფრო მძაფრად განვიცდიდი შენი მოსვლის სიახლოვეს...
და აი მოხვედი
გაზაფხულთან ერთად...
შემაყვარე...

27 March 2009


გუშინ ღამით სექტემბერში ვიყავი...ულამაზეს სექტემბერში...არც ხმაურიან ქალაქში და არც ოქროსფერი ფოთლების წვიმაში...არა...არა...
ეს სულ სხვა იყო,სულ სხვა განცდა...
ზღვის ტალღებს ვეთამაშებოდი,ნესტიანს,მლაშეს და უზომოდ ტკბილს...
მზეს ვუყურებდი თავალებში და არ მეწვოდა...სულ არ მეწვოდა...
ზღვა სასიამოვნოდ თბილი იყო,ეხლაც ვგრძნობ მის ნაზ შეხებას...ქვიშასთნ ერთად როგორ მეფერებოდა მთელს სხეულზე,როგორ სათუთად მელამუნებოდა,იარებს მიშუშებდა და თან ჩვენზე მიყვებოდა...

11 March 2009

...

შენ რომ იცოდე როგორი სიცარიელეა,როცა შენ არ ხარ,არ ინდომებდი სიშორეს...…
შენ რომ იცოდე როგორ წვიმს,როცა შენ არ ხარ,არ წახვიდოდი არასდროს...
შენ რომ იცოდე როგორ მტკივა როცა შენ არ ხარ,არ დამტოვებდი არასდროს...
შენ რომ იცოდე რა ბედნიერი ხარ როცა მე ვარ შენთან,სულ ჩემში დარჩებოდი...

04 March 2009

აპრილივით

არა მაინც სხვაა მხოლოდ არ ვიცი რა,მოვიდეს და გააღოს კარი, შემოვიდეს და გადამიშალოს არეული ფურცლები, რომელიც თავისი ჯიბით დააქვს სულ... საშინლად გაცვეთილი და დაჭმუჭნული ფურცლები...
შემოვიდეს ჩემს ოთახში და შემს არეულ საწერ მაგიდას გადახედოს ისე არაფერი მაგრძნობინოს,მხოლოდ შემომხედოს და თვალები ისეთი მშვიდი ქონდეს,როგორც არასდროს...
მე არ შემეშინდება გადავლახავ იმ თვეებს რომელიც უკან დარჩა,მოვხევ ჩემს კედელზე ამის ნაკვალევს და თავს დავდებ შენს ძლიერ გულზე,ის კი გამათბობს და ბევრ რამეზე დამელაპარაკება,ჩემი გული პასუხს დაუბრუნებს და ასე ისაუბრებენ დილამდე...
მოდი აპრილივით...

01 March 2009



ისე მაინც ვერ დაგივიწყებ რომ არ მახსოვდე...:)

,,შენ''