27 April 2009

ჩუმი მელოდია
მთები უსიტყვობის
მიყვარს მონატრება
მწვანე მდელოების
დილა ცვარიანი
ფიქრი ქარიანი
აედევნა ქუჩას
მთვარე ნამიანი

21 April 2009

ვიცი
შენი ღიმილი
მესმის
ხმა ნაცნობი
თვალები
უძირო
მხოლოდ
ჩემთვის
ჩემი...
თითები
ლერწამი
ყვავილების
მთებში...
სული
სურნელი...
ერთი მხოლოდ ერთში

18 April 2009

მე შენით
შენ ჩემით
ავად ვართ?
მგონი
მე შენით
შენ ჩემით
ვიღვიძებთ
გვიხმობს...
გველის
გვძინავს
სიზმრებით
ვტკბებით...
ვცდებიი?

12 April 2009

...


კოცნა
ოცნების
შენი მთვარიანი
ღამეების ნაფიქრალი
ლოყაზე
შუბლზე
თვალზე
ან უცებ ტუჩზე
სულის შეკვრა
სუნთქვის
გაჩერება
.................

03 April 2009

თითები


თითები
შემიყვარდა
ჩემი
ჩუმი
ოცნების
უცებ დავიბენი
იქნებ არ მელის
მერე
ქარმა
წვიმამ
და მზემ
მთვარემაც
მითხრეს
იციიი?
არ იცი?

01 April 2009


იცი რა მინდა? მხოლოდ ერთი რამ,მე ვიყო შენი ფიქრების ფეთქვა...შენი ლექსების უჩინო ლანდი... სიგიჟე ჩუმი...
იცი რა მინდა? შენ რომ გიყურო... გზაში,მთაში,მზეში,მთვარეში...
ბედნიერს... ღიმილიანს... მოწყენილს... დაღლილს...
შემოგეხვიო... შეგისუნთქო... გაგათბო... გიგრძნო...
და შენი შუბლის იმ ძლიერ ძარღვზე ისმოდეს ფეთქვა ჩემი კოცნის...
იცი რა მინდა? მხოლოდ ერთ რამ,გაზაფხული იყოს,ვიყოთ მთაში,მინდორი დიდი,მე მედოს ჩემი ფშვრიალა
თმები შენს მკერდზე და გიღიმოდე, გიყვებოდე სიხარულს სულის...
შენ სიგიჯემდე თბებოდე ჩემით...
უსასრულობა ერქვას შენს მზერას...
მხოლოდ ეს მინდა...
განა ბევრს ვითხოოვ? :)