Posts

Showing posts from August, 2009

ზღვისფერი გაქვს თვალები ...

Image
ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავათ ჰგავხარ ზღვას, თუ არ შეგებრალები და, მითხოვდები სხვას, მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას, გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს, ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს, და მოგკილავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს... ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას. კონსტანტინე გამსახურდია

ისლის სახლი

ისლის სახლი, ისლის სახლი! ქარი! ქარი! ქარი! შენ მაჩვენე მზის სიახლე და ზღაპრების მხარე. მე ზღვის ნისლებს გადავყევი და მთებს მივეფარე, ვეღარ ვნახე შენი სახე, ვეღარ მოგისწარი. ისლის სახლი, ისლის სახლი! ქარი! ქარი! ქარი! ჩემი სისხლი შენსკენ იწევს, ჩემი სისხლი ჩქარი. ისლის სახლი, ისლის სახლი! ქარი! ქარი! ქარი! კონსტანტინე გამსახურდია

უძრაობა ქალაქში

Image
უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად...  ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო,  იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია,  შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო!  მთელი ჩემი სხეული სველი სინანულია,  მინდა თვალზე ცრემლიბის, ალუბლების დაკრეფა;  და ღრუბლებიც გარშემო მერცხლები რომ უვლიან,  შემი ქარით გაქრება, შენი სუნთქვით გაქრება!  მარტოობა ოთახში, მარტოობა რთულია!  რაღაც ნისლისმაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან,  რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან,  ეგ თვალები დამჭრიდა, ეგ ღიმილი დამჭრიდა!  უთქმელი განშორება ჩემთვის არაფერია,  შენ ხომ ზღვაში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ!  მიწას ორსულობისგან მთები გამობერვია,  იცი რა ლამაზი ხარ? იცი რა ლამაზი ხარ?  ლამპიონი ჩემსავით, მასაც მოუწყენია,  თავდახრილი გაჰყურებს ქუჩას მთვრალი ლოთივით;  ჩამქრალია იმედი, მისი ნატვრა ნათურა,  შენი ცა მოლოდინით, შენი ზღვა მოლოდინით!  მთვარე თითქოს ჯალათის ალესილი ცულია,  თავი მოჭრეს ქალაქს და მზე გაგორდა აისის...  კარგო ისე მიყვარხარ, კოცნა ისე მწყურია!  მაგ ტუჩებმა რა იცის, მაგ თვალებმა რა იცის?!  უძრაობა ქალაქში, უძრაობა ს

იქ და აქ

Image
საოცარი დუმილი დუმილშიაც მუსიკა უცნაური სხივებით უცნაურად გაწვიმდა არაფერი არ მესმის არაფერში არ ჩანხარ უცებ შენი ხმა და უცებ ისე ნათდება სადღაც შორით მოსული შორიდანვე შენს იქით მოლოდინი საოცრად ჩვენს ფიქრებში დაცურავს მხოლოდ მინდა რომ იყო იქ, იქიდან, იქ მსვლელი აქ არასდროს,აქ არ ხარ სინამდვილე არ  არ არ მელოდიის დუმილში  მე და შენ და ნატვრები ღრუბელს მოფერებით და იქ და აქ  ან აქ და იქ... 

Зимняя ночь

  Зимняя ночь Мело, мело по всей земле Во все пределы. Свеча горела на столе, Свеча горела. Как летом роем мошкара Летит на пламя, Слетались хлопья со двора К оконной раме. Метель лепила на стекле Кружки и стрелы. Свеча горела на столе, Свеча горела. На озаренный потолок Ложились тени, Скрещенья рук, скрещенья ног, Судьбы скрещенья. И падали два башмачка Со стуком на пол. И воск слезами с ночника На платье капал. И все терялось в снежной мгле Седой и белой. Свеча горела на столе, Свеча горела. На свечку дуло из угла, И жар соблазна Вздымал, как ангел, два крыла Крестообразно. Мело весь месяц в феврале, И то и дело Свеча горела на столе, Свеча горела. Борис Пастернак

მიგონებ

Image
მიგონებ ფიქრებად იღვრები ვერასდროს ვერაფერს მიხვდები ფოთლები შემოდგომას ელიან სულში კი ბობოქრობს მაისი სიტყვები.... რამდენი სიტყვები ქარს ფრენით მიჰქონდა გაგძარცვა მოცემულ ბგერებში ვერ ჯდები აკორდებს ვერ მიწყობ, მოეშვი... გგონია მახსოვხარ? სულ ცოტა... ... შენ არ ხარ ის ჩემი აპრილი

იმ დრომდე... Home sweet sweet home...

Image
მითქვამს ოდესმე რომ ყველგან წავიდოდი სადაც დამხვდებოდი... ყველგან წავიდოდი ოღონდ გვქონდეს ის რაც გვინდა,ის რაც ჩვენია მხოლოდ ჩვენი... აი იქ მთაში სადაც მყინვარს ვუახლოვდებით... ტყეში შორს შორს იქ სადაც მხოლოდ წკრიალა წყაროები გადმოედინება... ჩვენი სახლი ტბის პირას ხის სახლი ჩვენი სახლი პატარა და მყუდრო იქ სადაც ყველაფერი ჩვენია სულები ფოტოები ნახატები ნაწერები ჯამები თეფშები ბუხარი სადილი სიტყვები შვილები დილა მზე ღამე ვარსკვლავები ................................................... დაგელოდები იქ იმ დრომდე როცა შეძლებ მოსვლას...

*

Image
ხო რა მინდოდა მეთქვა (thinking) ხდება ჩემს თავს რაღაც,აშკარად და ცნობიერად თუმცა ჯერ კიდევ ისეთი პერიოდი მაქვს გარდატეხის,თუ გარდამავალი,ნუ მოკლედ რასაც ეძახიან :) სასიამოვნოა ამის შეგრძნება როცა გრძნობ ზრდას,შეცნობას რაღაც ახლის,შენი თავის,სხვების. ჩატეხილი ხიდი და მერე ამ ხიდის თავიდან აშენება მტკივნეული პროცესია და არც ისე ადვილი თუმცა მგონია როცა რაღაც ტყდება იქ ყოველთვის ახალი შენდება,მთავარია ეს შენება იყოს ნაყოფიერი,შეცნობილი,გააზრებული და ღრმა...     ვიცი როცა ცხოვრება გიყვარს მასაც უყვარხარ,როცა სუნთქავ ღრმად გრძნობ მას.მშვენიერი ხარ წამო ყოველო რომელიც მაცოცხლებ,მაღიმებ და ბედნიერების შეგრძნებას მანიჭებ...

ნეტავ...

Image
გათენებამდე რამდენი ნაბიჯი რამდენი მოსვლა რამდენი სიტყვა დაგვრჩენია ნეტავ... გაღიმებამდე რამდენი გზა რამდენი მთვარე რამდენი  თოვა  ნეტავ... მზემდე რამდენი პლანეტა რამდენი ვარსკვლავი რამდენი ღრუბელი ნეტავ... ჩვენს სახლამდე რამდენი საათი რამდენი თვე რამდენი წელი დაგვრჩენია ნეტავ... ნეტავ...

ისე...

Image
მენატრები ისე... ისევ გულით ისე... მოდიხარ და ისე მე მეხები ისევ... მეფიქრები  ისე მე... შენ... ისევ  ისე...

ვერასოდეს მნახავ

Image
ისევ ისე დაქრის ქარი ხეებს შორის, ნაფეხურებს აწვიმს, წარუშლელი კვალი. ისევ ისე, ისე, როგორც სიზმარეთის გზა და ღამე, ასე... წამი, წუთი, არც ის... გადის,მიდის,ჩადის, არც ის, მისი, თუ სხვის? ვერფერი ართობს, ვეღარაფრით შველის. მიდის, მოდის, დღოს კი ვერ ცვლის... გაღიმების შუქი ჩემი ანარეკლის... არც მე, არც ის, არც ჩვენ, შორი გზა და ნისლი... ფიქრი, ფერი, ფონი, გაფიქრებად არც ღირს ვერასოდეს მნახავ არასოდეს გელი ................................................