08 April 2010

ლაშარელას დაბადებისდღის მოლოცვა :))

მონო დიალოგი

სახლში ეხლა მოვედი. თეტრში ვიყავი. არტხელოვნება. ხო სპექტაკლია ასეთი. ნუ რათქმაუნდა, თუ სპექტაკლია ე.ი. შესაბამისი პიესაც.

არაფეირ მერე კომპიუტერი ჩავრთე, ცოტა საქმე მაქვს მაგრამ ხო იცი ჩემი რიტუალი. უნდა შევამოწმო,ჯიმეილი, ფეისბუქი, RSS ბლოგის კომენტარებიდან და საკუთარი ეგო. მერე ვიძინებ.

რამ გამახსენა და როცა მთხოვა „რაღაი შენ დამაწყებინე ბლოგერობა მოდი და ჩემი ბლოგის დაბადების დღეზე რაიმე ბლოგერული დამიწერეო“... ა, ჰო...რასვამბობდი? ეგ რა შუაშია და როცა ეს მითხრათქო...  არა რაა... ძან უნიჭოა ეს გოგო. ვინ გოგო და აი ეს „ნანუკა“..ხო, ხო „ნანუკას შოუს“ წამყვანი ნანუკა. რა კითხა ეხლა ვითომ? „ვინ გიყვარდაო“? არა ესეც მაგარია „არაო...მერე კიო...(ალბათ გაახსენდა ის ბიჭი რო უსმენდა)...მერე ისევ არაო (ალბათ მამამისიც რო უსმენდა ის გაახსენდა) და ბოლოს....როგორც არის მოკლედო...“

ხო რა მჭირს მე თვითონ არ ვიცი...დავიღალე ალბათ დღეს...ბანკი, მეილები, მეილები, ზარები, მეილები...მერე ლარი და ორმოციანი ფენოვანი...ისე ჩემი სტუდენტობისას 50 თეთრი ღირდა. ზოგან 40-იც. სულ დაკარგა ამ ფულმა ფასი.

რას ვამბობდი? ფენოვანი არა, მანამდე... არც სტუდენტობა კაცო... ა, ჰო. ხოდა ბლოგერობა თუ დამაწყებინე ჩემი ბლოგის დაბადების დღეზე ჩემს ბლოგზე უნდა მოგიწვიო და რამე უნდა დამიწეროო. ხოდა მეც მისი ბლოგი „ქრომის“ ფავორიტების პანელზე მივაწებე. ხოდა იმას ვყვებოდი ჩემს რიტუალს რო მოვრჩი ანუ ჯერ RSS ჩემი ბლოგის კომენტარებიდან, შემდეგ ჯიმეილი, შემდეგ ფეისბუქი რო შევამოწმე მისი  ბლოგის სახელი დავინახე... არა ეხლა ისე არ გამიგო რო ბოლოს გამახსენდა...პირიქით, სამუშაოც კი გადავდე და წერა დავიწყე.

რა უნდა დამეწერა...ძლივს ვაზროვნებდი. ხო ლექსი დავწერე. არა ლექსებს დაღლილზე არ ვწერ მაგრამ - ლექს ფიქრი არ ჭირდება. როგორ არ ჭირდება და ლექსი უნდა იგრძნო. პირიქით - ლექსი გულიდან მოდის... მოდის მოყვება არტერიებს, გაივლის ყველა უჯრედს, ყველა ქსოვილს, ქრომოსომებს ძალიან შეკუმშავს, რბილ ქსოვილებს გააქვავებს და ფურცელზე გადმოვა. გონება არ უნდა ჩაერიოს. გონება აუცილებლად შეეცდება რაიმე შეცვალოს, გრძნობის ეს დინება დაიმორჩილოს. ხო რათქმაუნდა, გონება ყოველთვის ცდილობს რომ ყევლაფერი აკონტროლოს, ყველაფერს თვითონ მართავდეს. გული კი ერთადერთია ვინც არ ემორჩილება.

 ხელოვნებაც მეტი კი არაფერია... გრძნობაა, რომელიც გულიდან მოდის. და ხო, რათქმაუნდა რომელსაც გონება არ გაუვლია J მართალიხარ...

 არა ხო იცი არ მიყვარს, ჩემს ლექსებს მე რომ ვყვები. შენ ვითომ რა? როგორ ხარ „შენ“ „მე“? ჰო, კარგი კარგი, ნუ შემჭამე... შინაური ხარ აბა რა ხარ... ჯანდაბას. ოღონდ არავის არ მოუყვე.

 

მოგიყვები ლექსებს ოღონდ უბრალოს

გიღალატე... და ამჯერად არ ცდები

აქ შეგხვდი და ჯერჯერობით შენთან ვარ

მაგრამ ვიცი სამოთხეში აგცდები

 

Поэт“ იქნება ეხლა თუ მოვედი... არა რა... ვერ ვისწავლე ჭკუა. არ უნდა მომეყოლა. თუმცა სად უნდა მოვიდე. უკვე აქ ვარ?!

2 comments:

  1. :))))) რა კარგად წერ და რა იშვიათად:( ლაშრელას დაგვიანებით ვულოცავ :)

    ReplyDelete
  2. მე და ცჰემს მეგობრებს სულ გვგონია რომ ეგ არტხელოვნება ჩვენზეა :)))))

    ReplyDelete

Are you sure? :)