Posts

Showing posts from April, 2009
ჩუმი მელოდია მთები უსიტყვობის მიყვარს მონატრება მწვანე მდელოების დილა ცვარიანი ფიქრი ქარიანი აედევნა ქუჩას მთვარე ნამიანი
ვიცი შენი ღიმილი მესმის ხმა ნაცნობი თვალები უძირო მხოლოდ ჩემთვის ჩემი... თითები ლერწამი ყვავილების მთებში... სული სურნელი... ერთი მხოლოდ ერთში
მე შენით შენ ჩემით ავად ვართ? მგონი მე შენით შენ ჩემით ვიღვიძებთ გვიხმობს... გველის გვძინავს სიზმრებით ვტკბებით... ვცდებიი?

...

Image
კოცნა ოცნების შენი მთვარიანი ღამეების ნაფიქრალი ლოყაზე შუბლზე თვალზე ან უცებ ტუჩზე სულის შეკვრა სუნთქვის გაჩერება .................

თითები

Image
თითები შემიყვარდა ჩემი ჩუმი ოცნების უცებ დავიბენი იქნებ არ მელის მერე ქარმა წვიმამ და მზემ მთვარემაც მითხრეს იციიი? არ იცი?
Image
იცი რა მინდა? მხოლოდ ერთი რამ,მე ვიყო შენი ფიქრების ფეთქვა...შენი ლექსების უჩინო ლანდი... სიგიჟე ჩუმი... იცი რა მინდა? შენ რომ გიყურო... გზაში,მთაში,მზეში,მთვარეში... ბედნიერს... ღიმილიანს... მოწყენილს... დაღლილს... შემოგეხვიო... შეგისუნთქო... გაგათბო... გიგრძნო... და შენი შუბლის იმ ძლიერ ძარღვზე ისმოდეს ფეთქვა ჩემი კოცნის... იცი რა მინდა? მხოლოდ ერთ რამ,გაზაფხული იყოს,ვიყოთ მთაში,მინდორი დიდი,მე მედოს ჩემი ფშვრიალა თმები შენს მკერდზე და გიღიმოდე, გიყვებოდე სიხარულს სულის... შენ სიგიჯემდე თბებოდე ჩემით... უსასრულობა ერქვას შენს მზერას... მხოლოდ ეს მინდა... განა ბევრს ვითხოოვ? :)