Posts

Showing posts from May, 2009
Image
დღეები დღეები დაუსრულებელი გადაბმული .................. მომენატრე... წუთები წუთები ერთმანეთს აყოლილი .................. განგიცადე... წამები წამები შენსკენ მომავალი გაანათე... .................. გული გული ფეთქვით გადაღლილი მოდი მალე... ..................

მოხვალ როცა ...

Image
მოხვალ როცა შეერევა წვიმა ქარს და მე შენ ფიქრებს... მომიყვები ბევრ ამბავს,საინტერესოს და უინტერესოს მე კი ბევრს ვიცინებ... მერე შენი ლამაზი თლილი თითებით ლოყაზე მომეფერები და მეტყვი როგორი საყვარელი ვარ მაშინაც როცა არ ვლაპარაკობ და გისმენ... _კი ეგ ამბავი მეც მომისმენია სადღაც ოღონდ მაშინ ასეთი საინტერესო არ მეჩვენა... _ეს იმიტომ რომ მე გადმოგეცი ასე... ისე დიდი არაფერი, _ისე ცოტა თავბრუ მეხვევა,ალბად ბევრი დავლიე, _არა მგონია,ჩემი საუბარი გაგაბრუებდა:) _აბა მომიყევი რა გააკეთე დღეს ახალი? _ახალი არაფერი,მგონი ეხლა გავაკეთებ... _და პირველად მე მაჩვენებ... _ვითომ რატომ? _ისე... მე მინდა შენს მერე შევიგრძნო სანამ სხვა შეეხება... _ისევე როგორ მე არაა... _და რა თქმა უნდა... _უიი... წვიმა წამოვიდა...რა ლამაზია არა წვიმა ამ დროს... _გინდა გავიდეთ და ვიცეკვოთ?... _დარწმუნებული ხაარ? :) _სავსებით... :)თუმცა რომ გაცივდე... ანდა არაფერია,ისევ მე მოგარჩენ... _თუ გავცივდები მადლობა წვიმას? _მე მადლობა რომ წვიმაში აგაცეკვე, _ავიღეთ სტარტი? _მოიცადე,უფრო კარგად დაუშვებს ეხლა და გავედიით... _მე უკვე
შენ წარსული ხარ ის კი მომავალი... გთხოვ თუ არ აპირებ მოსვლას ნუ მაწვალებ, ნუ ნუ მენახები ასე ხშირად... ნუ ნუ მელაპარაკები... ნუ ნუ ფიქრობ... დაივიწყე... ......................................... გუშინაც ასე იყო ჩვენს შორის ჩადექი... მომეშვი გთხოვ... ის მოვიდა ჩემი... როცა შენთვის არ ვიბრძოლე მაშინ დაგკარგე... ეხლა კი ის მოვიდა... მას არ გავუშვებ... შენ შენ ხარ ის კი ჩემი... შენ ხომ წარსული ხარ ის კი მომავალი... მოუშვი გთხოვ...

მოდიოდე...

მინდა ვიცოდე ჩემს ფიქრებს ეხები?... თუ მოაქვს შენამდე განცდილი გავლილი... მინდა რომ გიგრძნო შეგიცნო გათბე... მინდა შეგეხო შენს თვალებს ვენდე... კანზე თითებზე მხარზე ............................. მენდე...

მოდიოდე...

მჯეროდა გელოდი... გეძახდი გამოდი... მოვიდა სიცივე ღიმილი უხეში... ......................... გაიცრიცა უშენოდ ვარდისფერი ფიფქები მე ისევ დაგიცდი ოღონდ ვიცოდე განმიცდიი?... ........................
შენ აღარ გახსოვს... ფიქრებით შორს ხარ... ჩემგანაც შორს ხარ და მაგონდები.... დილით ადრე ჯერ შენ მოდიხარ და მერე სხვა ყვეალფერი... რატომ...? რატომ მახსენებ თავს...? მე ხომ არ ვფიქრობ შენზე,ან არ მინდა რომ ვიფიქრო,მაგრამ დილით მაინც მოდიხარ და ის სტრიქონები მახსენდება რომლებიც დავიწყებული მეგონა... თურმე დარჩენილა აქ სადღაც ჩემში და ახლა როცა არ ხარ მოდის... მაიც მოდის... დაუკითხავად...
მაშინ გადავწყვიტე ცრემლი გამქრალიყო და აღარასდროს მოსულიყო შენით... გღეს როცა შემთხვევით გადამეყარე,გულში ტკივილმა გაიელვა და მივხვდი აი ეხლა,ეხლა გადმოხეთქავს ჩემს ლამაზ თვალებს... იცი რამდენი ძალა დამჭირდა რომ არ მოსულიყო და მომდევნო წამები იმისთვის რომ თვალს არ მოშორებოდა... წამები შევძელი,მეტი ვერა... ჩემს თავს ვუღალატე...

ამაზე უკეთ ვერ ვიტყვი სათქმელს

ჩემო კარგო ქვეყანა რაზედ მოგიწყენია აწმყო თუ არა გწყალობს მომავალი შენია...
გენდე გენდე გენდე შენი გულის მემდე სმენა,სიტყვა,ფრენა, სულის ნაზი ენა... დამიგულე შენში შეგეშინდა ჩემში გაიფანტა მტვერში სიყვარული შენი ...................... მე შენამდე ასე არ მივლია ცამდე...
გთხოვ არ გინდა,ნუ ნუ მახსენებ... მტკივა... აღარეფერია... არ არსებულია... ან ისე გაქრა... იქნებ არც ყოფილა და გამოვიგონე... ......................................... სავსე მთვარე და ლურჯი ღრუბლები ჩემი ღიმილი შენი სიზმრები... მზე მოსეირნე წვიმაც ფერების... ჩემი და შენი განაფერები... გამოვიგონე? რაღაც ვერ მჯერა... ....................... ანდა სიზმრებში გამოგედევნე მერე გენდე და ფერიც დაკარგე ცისარტყელა ვერ გამიფერადე... ....................................

უბრალოდ არაფერი ან ყველაფერი...

Image
მოკლედ აქ რაც გინდათ დაწერეთ უბრალოდ,რა თემაზეც გსურთ,ან იქნებ კითხვები გაქვთ რამე...:) ან არაფერი გინდათ,ეგეც შეიძლება დაწეროთ :)
Image
არასდროს მყვარებია წვიმა,თან ასეთი მძიმე... სოფელში,ზაფხულში,შხაპუნა წვიმას ვეფერებოდი,მზის სხივებთან ერთად რომ მოდიოდა ციდან... ეხლა ვხედავ რომ ცა მოიღუშა ნაცრისფრად, გრუხუნებს და ემზადება რომ განთავისუფლდეს დაგროვილი ცრემლებისგან... ალბად წამოვა და თანაც ბევრი... მიყვარს ასეთი წვიმა,ან ეხლა შემიყვარდა...
ბგერები ურითმო ხმაური სიჩუმე ჩანჩქერი მდუმარე გაფრენა დაშვება ღრუბელი თბილი და წამები... წვეთებად მოგონებული...
ის ერთი ფიქრი და ბევრი წამი, ჩვენი სამყაროს ფარული ლამბი... შეხება სრული მიზანი რთული გამოგონება ცივი და სხვისი... გაოცებული მზერა... დაბნეული თვალები... შენგან ამოუცნობი წვიმიანად წავედი... გულის სიმი გამჭოლი მაპატიე...
როცა ძალიან ციოდა და ხელები გაყინული ჰქონდა,მივედი რომ გამეთბო.ვეფერებოდი,თუმცა არ გამომივიდა... იმ დღეს მეც შემცივდა ღამე ძილში და მოვიდა,მოვიდა რომ სითბო მოეცა,მეფერა ბევრი მეფერა მაგრამ ვერ გამათბო და წავიდა... მე რომ გამეთბო მაშინ,როცა ასე ჭირდებოდა,ვიცი მეც გავთბებოდი იმ ღამეს...
Image
ხომ გეუბნებოდი მეშინია არ გავცივდეთქო... ვგრძნობდი რომ ახლოვდებოდა ამის საშიშროება თუ პირიქით არც ვიცი რა დავარქვა... კიდევ მქონდა რაღაც რასაც შეეძლო ავერიდებინე,მაგრამ არაა... როდესმე ხომ უნდა მომხდარიყო,ეს როდესმეც დადგა და ვერაფერს ვგრძნობ საერთოდ ვერაფერს... ძალიან მაინტერესებს ეს დროებითი იქნება თუ გაგრძელდება... თუ დროებითი იქნება არ ვიცი მერე რა მოხდება... თუ გაგრძელდება ისიც არ ვიცი საერთოდ როგორი იქნება და მე რა ვიქნები მასში... საინტერესოა ეს ყველაფერი და თანაც უცნაური... მაგრამ ეხლა კარგად ვარ აქ... ნაკლებად განვიცდი...
შოროდან? შიშიდან... შენიდან ჩემამდე... ბილიკი მწვანე და ................. შენიდან ჩემამდე... სითბო და სიცივე... კოცნა და გაქცევა... ................. გენდობი მჯეროდეს? ფიქრებში... მელოდი? ნაბიჯი ერთი და... მე კიდევ განგიცდი... მითხარი ისა ვარ? თუ არა რისა ვარ... ................ მოეშვი მარტივად... სულს სუნთქვა მიეცი...
მცივა... მეშინია მცივა... მოლოდინი მცივა... სიხარული მცივა... გაღიმება მცივა... მოფერება მცივა... მონატრება მცივა... მეშორება მცივა... ............... შეენ? მიდი ხოო? ხოო... გაბედე მზე...
ფერი მთელი ცხოვრების ფიქრი შენი ოცნების ყვავილების ველი და მე შენი მოფერების... ...................... შიში ასჯერ ათასის? არა ერთხელ აღმართის უნაზესი სურნელის მხოლოდ ერთხელ ათასში... ლიილია ლილია განა ასე ხშირია...?
მონატრება გულის გავლით ფიქრი როდის? მოდი...
Image
შენ დამხატე გაზაფხულზე ყვავილების მინდორში ისე ძლიერ შევიგრძენი... სითბო სუნთქვა ალერსი ................ მენანება

...

აღმოვაჩნე,თურმე შემძლებია... შემძლებია პატიება და თან სიყვარული მათი ვინც ძლიერ მატკინა გული... და ეს უცებ მოვიდა,ახლა... მოულოდნელად... ისეთი შვება და სიხარული ვიგრძენი... მანამ იყო მაგრამ ისეთი სანახევრო,ახლა კი სულ სხვანაირია... მიხარია,უზომოდ მიხარია... რამდენი რამ შეიცვალა ჩემში ამ ბოლო თვეების მანძილზე,რატომ გავხდი ასეთი სხვანაირი?...

თვალები

ისეთი ჩემი ისეთი ახლო ისეთი თბილი უკვე ნანახი სადღაც ბავშვობაში მაშინ ანგელოზის სიზმრებში ცრემლი ის არის...

ცივა

_ცივა _ჰო ცივა _მართლაა...? _არა ისეე... _ჰო ისეე _წვიმს _ჰო წვიმს _ისე ხან _ხო,ისე ხან _თოვს... _ჰო თოვს _არ გჯერაა...? _ხან _ისე სულ ისე... _მჯერა _როგორ არა _მე ყველაფრის მჯერა _მეც _ხო შენც _მეც _ხო მეც

წვიმს

_ უცნაურად წვიმს ... _ რატოომ...? _ არ ვიცი _ ისე ჩვეულ წვიმას არ ჰგავს, _ რაღაც სხვაა წვეთები,ჰაერი,ცა,სუნთქვა ... _ მგონი შეიცვალა, _ ალბად, _ მგონი გადაიღებს მალე, _ ისე როგორც გადაიღო მაშინ, _ მხოლოდ სხვა იქნება ახლა _ იმ წვეთებით ახლა არ წვიმს ...

გელი...

გელოდი დიდხანს გელოდი წვიმამ დამნამა ქარმა წამიღო მზემ ოქროსფრად შემღება... შენ ისევ დგახარ ჩემს წინ ისევ მაცდური მზერა... მზეზე აალებული ისევ მოლოდინი გელი... გელი...
წვიმაში ბუხართან გათბი დატკბი წუთით წამით ფიქრით მოდი ფერით ცისარტყელის შეღებე ცა და მზის ფიქრში ჩაიძინე...