Posts

ყოფნა ყველაფერში

Image
გავხდები: შენი რიგითი წუთი, ყოველდღიური ნაცნობი, მოძმე. სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი, მტვრიანი ქუჩა, აპრილის მოწმე. გავხდები: უცხო გამვლელი ძაღლით, შენი ხელ-პირის დაბანა დილას, სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი, სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა. გავხდები; შენი მეზობლის წყევლა, ცელქი ბავშვების დაჭრილი ბურთი, პატარა ბიჭის დარჩენა მძევლად და ჩამსხვრეული ფანჯრების ბუნტი. გავხდები; შენი ერთგული ჩანთა, სუნამოს ბოთლი, საფულე , მძივი, კაცის შეხვედრა საყვარელ ქალთან ან მოსეირნე ჭადრების მწკრივი. გავხდები:წვიმა გაშლილი ქოლგა და ქვაფენილის სველი ლაქები, ღAმის პერანგი ან ძილში ბორგვა, თავზე ხელების შემოლაგებით. გავხდები: შენი გამოცვლა კაბის, შიშველ სხეულზე მოცმული ფარდა, აბაზანში ღრუბელი ქაფის და უცხო ზურგის შექცევა ბართან. გავხდები: შენი ყვავილი ქოთნის , ფანჯრის მტვრიანი, დახრილი რაფა, წითელი ღვინის დაცლილი ბოთლი, ან ჭურწლის გროვა, დამწვარი ტაფა. გავხდები დილის პირველი ყავა, და გაცრეცილი ბავშვობის ფოტო, წარსული რომელიც გაგაიხდა ავად, წვიმაში მაინც გადის და ლოთობს. გავხდები: შენი მაგიდის წიგნი, რომლის...

ლაშარელას დაბადებისდღის მოლოცვა :))

მონო დიალოგი სახლში ეხლა მოვედი. თეტრში ვიყავი. არტხელოვნება. ხო სპექტაკლია ასეთი. ნუ რათქმაუნდა, თუ სპექტაკლია ე.ი. შესაბამისი პიესაც. არაფეირ მერე კომპიუტერი ჩავრთე, ცოტა საქმე მაქვს მაგრამ ხო იცი ჩემი რიტუალი. უნდა შევამოწმო,ჯიმეილი, ფეისბუქი, RSS ბლოგის კომენტარებიდან და საკუთარი ეგო. მერე ვიძინებ. რამ გამახსენა და როცა მთხოვა „რაღაი შენ დამაწყებინე ბლოგერობა მოდი და ჩემი ბლოგის დაბადების დღეზე რაიმე ბლოგერული დამიწერეო“... ა, ჰო...რასვამბობდი? ეგ რა შუაშია და როცა ეს მითხრათქო...   არა რაა... ძან უნიჭოა ეს გოგო. ვინ გოგო და აი ეს „ნანუკა“..ხო, ხო „ნანუკას შოუს“ წამყვანი ნანუკა. რა კითხა ეხლა ვითომ? „ვინ გიყვარდაო“? არა ესეც მაგარია „არაო...მერე კიო...(ალბათ გაახსენდა ის ბიჭი რო უსმენდა)...მერე ისევ არაო (ალბათ მამამისიც რო უსმენდა ის გაახსენდა) და ბოლოს....როგორც არის მოკლედო...“ ხო რა მჭირს მე თვითონ არ ვიცი...დავიღალე ალბათ დღეს...ბანკი, მეილები, მეილები, ზარები, მეილები...მერე ლარი და ორმოციანი ფენოვანი...ისე ჩემი სტუდენტობისას 50 თეთრი ღირდა. ზოგან 40-იც. სულ დაკარგა ...

მომენატრეეეთ :)))

ჩემი ბლოგი და ბლოგერები ძალიან მომენატრა და მგონი ამდენი ხნის პაუზა ჯერ არ გამიკეთებია. თითქმის 2 თვეა არ გამოვჩენილვარ, მაგრამ მინდა იცოდეთ რომ ყველაფერი კარგად მაქვს... მე მაინტერესებს თქვენ როგორ ხართ, ჩემო ბლოგერმეგობრებო, მომწერეთ :)) ლილია

m და ის რაც განგრძობადია გაგრძელდება

ყოველთვის როცა ვამბობდი სიტყვას მარადიულს, მეჩვენებოდა რომ ეს მართლა მარადიული იყო და სულ ასე უნდა ყოფილიყო. თუმცა მარადიული ხშირად უფერულდებოდა, ქრებოდა ან ჰაერში იფანტებოდა. ფსევდო სიტყვები მარადიულობაზე სიყვარულზე და სიტყვა მუდამ, მუდამ, მუდამ, მუდააამ  ყოველთვის, სულ, ყველგან, სიკვდილამდე  ახალ როგორ ვერიდები ამ სიტყვებს და არც ვითხოვ  რატოომ ?  იმიტომ, იმიტომ რომ მე ეხლანდელი მირჩევნია იმას რაც მერე ან იქნება ან არა მერე  მერე რა იყო ? ხოო მერე ის იყო რომ მარადიულის არაფრის აღარ მჯეროდა. ან რატომ უნდა დაიჯერო, როცა შეგიძლია იცხოვრო დღევანდელი დღით. დატკბე ყოველ წუთით და არ იფიქრო იმაზე რა იქნება ხვალ, ზეგ, მაზეგ და ასე შემდეგ შეგეძლოს გიყვარდეს ამ დღით ამ წუთით ამ  წამით უაზრო  პროგნოზირებით არ დაიტვირთო ეს ლამაზი წუთები და იცხოვრო იცხოვრო მხოლოდ  იცხოვრო სიყვარულით, იმით რაც უფალმა მოგმადლა და ის რაც განგრძობადია გაგრძელდება ................................................

ზუუუ... e

აი ზუსტად ამ დროს მიჭირს სულ და განვიცდი უშენობას... უფრო სწორად ძალიან მინდა რომ ჩემთან იყო და მიყურო...  უსასრულოდ მიყურო შენი თბილი, სიყვარულით სავსე თვალებით.  მერე გამიღიმო,  ისე როგორც შენ იცი და ისე როგორც მარტო მე მიღიმი :) ისე როგორც გიხარია როცა დამინახავ და მე ვივსები ამ შენი განცდებით,  მერე ისევ შენთან მომაქვს და ვთბებით. იცი როგორ მენატრები.  უსაშველოდ>>>>>>>>    უსასრულოდ>>>>>>>>  მთელი დღე ვუძლებ ხოლმე მაგრამ უკვე ძილის წინ მიჭედავს :) შენი სითბო მაკლდება როცა ერთი დღე მაინც არ გნახავ. მიმაჩვიე (blush) ცუდოოო...  რატომ ხარ ასეთი,  ასეთი არანორმალურად ჩემი. რატოომ>>>>>>>>>>>>/// ზუუუ

C

ისეთი ბედნიერი ვარ მეშინია დაიტევს ასეთ ამდენ ამხელა სიხარულს ჩემი გული...

n

როცა ყველაფერი გარშემო ტრიალებს ჰაერში უამრავი ფერადი ციმციმა ბურთულები დაფარფატებენ თანდათან გიახლოვდებიან და იქ ახლოს სულ შიგნით და შიგნით მიიწევენ... გადაბრუნდა დედამიწა და ღრუბლებში არმოვჩნდი იქ სადაც არ დავდივართ დავფარფატებთ თეთრი ქათქათა ღრუბლები და სულ სიფრიფანა პეპლები ყველა მხრიდან რომ გეხვევიან და გაბრუებენ ................................................. როცა რეალური არარეალურად გეჩვენება რაც არ მოგწონდა მოგწონს ვინც არ გიყვარდა გიყვარს ყველას პატიობ და არაფერი არ გწყინს მობეზრებული ქალაქი ლამაზდება მთელს მსოფლიოში აუტანელი უბანი ფერადდება ........................................................... როცა ხარ მზეა როცა არ ხარ მიტოვებ ..........................