იქ და აქ


საოცარი დუმილი

დუმილშიაც მუსიკა

უცნაური სხივებით

უცნაურად გაწვიმდა

არაფერი არ მესმის

არაფერში არ ჩანხარ

უცებ შენი ხმა და

უცებ ისე ნათდება

სადღაც შორით მოსული

შორიდანვე შენს იქით

მოლოდინი საოცრად

ჩვენს ფიქრებში დაცურავს

მხოლოდ მინდა რომ იყო

იქ, იქიდან, იქ მსვლელი

აქ არასდროს,აქ არ ხარ

სინამდვილე არ  არ არ

მელოდიის დუმილში 

მე და შენ

და ნატვრები

ღრუბელს მოფერებით

და

იქ და აქ 

ან აქ და იქ... 

Comments

  1. მიყვარს ადამიანებს რითმები რომ არ ელევათ, ერთხელ გადავწევიტე ლექსი რომ დამეწერა ჩემს ბიძაშვილს მივუძღვენი აბიტურიენტი იყო იმ წელს, ერთელ სამმა გოგომ დავწერეთ ერთი სტროფი, თითო ტაეპი ვთქვით თითომ და რაღაც შეკოწიწდა, ერთხელაც ბლოგზე ვიმაიმუნე, ხოოოდა აქ დამთავრდა ყველაფერი, რითმიანი სიტყვები გამომელია :D :D :D :D :*

    ReplyDelete
  2. :) როგორც ეხლა მახსენდება ჩემი პირველი ლექსი მეც ასე დავწერე,ზაფხულში სურამში,ოთხმა ადამიანმა ერთად.თითო სტრიქონს ვწრდით და საბოლოოდ ძაან სასაცილო გამოდიოდა...:):):*:*

    ReplyDelete

Post a Comment

Are you sure? :)

Popular posts from this blog

უძრაობა ქალაქში

ზღვისფერი გაქვს თვალები ...