
ჩემი გზა
შენში
სმენადი
გარდასული
ხვევადი
ჩემი სიმი
შენში
გაჭიმული
დრეკადი
შენი სუნთქვა
ჩემში
ტალღები
მოქცევა ზღვის
შენი ფრენა
ჩემში
ჩახლართული
მოდებული
სმენადი
სოლი სოლი
ლა დო რე
სი
ფე რა დი
ისეთი ფერადი შენ რომ გიხატია...
და კედლები...
შეავსო ღრმულები
განათდა
გასხივდა...
ცა გადმოჰყურებდა
უსაზღვრო სიმშვიდით,
მზეც იფერადებდა სხივებს
და აწვიმდა
სითბო მოდიოდა
ღვარად დასდიოდა
ჩვენი სახლის ყოველი ფანჯრიდან
ყოველი კუთხიდან
შენიდან
ჩემამდე
ჩვენს მერე განთიადს
გაგრძელებულს მათში
ჩვენში
დალოცა სხივებით
დანამა წვეთებით
სულს სული მისცა და
ფრთებით შეიმოსა
სკას სკა გადააგო
თაფლივით დადინდა...
დადინდა დადინდა
იდინა იდინა
შენიდან ჩემამდე
და ასე
უსაზღვროდ
უზომოდ
მრავალგზის
განსხივდა...
Борис Пастернак