გუშინ ღამით სექტემბერში ვიყავი...ულამაზეს სექტემბერში...არც ხმაურიან ქალაქში და არც ოქროსფერი ფოთლების წვიმაში...არა...არა...
ეს სულ სხვა იყო,სულ სხვა განცდა...
ზღვის ტალღებს ვეთამაშებოდი,ნესტიანს,მლაშეს და უზომოდ ტკბილს...
მზეს ვუყურებდი თავალებში და არ მეწვოდა...სულ არ მეწვოდა...
ზღვა სასიამოვნოდ თბილი იყო,ეხლაც ვგრძნობ მის ნაზ შეხებას...ქვიშასთნ ერთად როგორ მეფერებოდა მთელს სხეულზე,როგორ სათუთად მელამუნებოდა,იარებს მიშუშებდა და თან ჩვენზე მიყვებოდა...
Comments
Post a Comment
Are you sure? :)