მამა

ეს მეორე წერილია რომელსაც გიგზავნი მამა,პირველი ცოტა ადრე იყო... ორივეჯერ უმისამართოდ... მაშინ თბილი და ნაოცნებარი ბარათი მოგწერე,ისეთი როგორიც ჩვენი ცხოვრება მინდოდა ყოფილიყო. მანამ კი ყველაფერი წუთიერი იყო,ჩვენი შეხვედრები,მოფერება,ტკივილიანი სიხარული... მას მერე იმდენი დრო გავიდა და შენ ისევ არ ხარ ჩემთან... ბავშვობის ოცნებები სრულდებაო ასე ამბობენ მამა,მე კი აღარ მჯერა აღარ... მგონი გავიზარდე... მარტომ გადავიარე ცხოვრების გზები,ტკივილიანი,სიხარულის და სიცარიელის... ეხლაც ძალიან მტკივა,გეძახი გეძახი უდაბურ ტყეში სადაც არავის ესმის და ვიცი რომ შენც ვერ მოგაწვდენ ხმას... ისე მჭირდება ახლა შენი სიყვარული,შენი სითბო,სიტყვები,რომლებიც მომცემენ ძალას და მაგრძნობინებენ რომ ერთადერთი ვარ ქვეყანაზე შენი ლამაზი,შენი საყვარელი,შენი ჭკვიანი გოგო... რომ მარტოსაც შემიძლია ვიარო ამ ქვეყანაზე ძლიერად და შეუდრეკელად... ასეა მამა ისევ ისე ვოცნებობ ალბად რადგან ამას გწერ მაგრამ შენი ძლიერი ხელი მჭირდება რომ გავაგრძელო გზა... არა ბავშვობის ნაოცნებარი არამედ სასტიკი ცხოვრების...