Posts

Showing posts from June, 2009

მამა

Image
ეს მეორე წერილია რომელსაც გიგზავნი მამა,პირველი ცოტა ადრე იყო... ორივეჯერ უმისამართოდ... მაშინ თბილი და ნაოცნებარი ბარათი მოგწერე,ისეთი როგორიც ჩვენი ცხოვრება მინდოდა ყოფილიყო. მანამ კი ყველაფერი წუთიერი იყო,ჩვენი შეხვედრები,მოფერება,ტკივილიანი სიხარული... მას მერე იმდენი დრო გავიდა და შენ ისევ არ ხარ ჩემთან... ბავშვობის ოცნებები სრულდებაო ასე ამბობენ მამა,მე კი აღარ მჯერა აღარ... მგონი გავიზარდე... მარტომ გადავიარე ცხოვრების გზები,ტკივილიანი,სიხარულის და სიცარიელის... ეხლაც ძალიან მტკივა,გეძახი გეძახი უდაბურ ტყეში სადაც არავის ესმის და ვიცი რომ შენც ვერ მოგაწვდენ ხმას... ისე მჭირდება ახლა შენი სიყვარული,შენი სითბო,სიტყვები,რომლებიც მომცემენ ძალას და მაგრძნობინებენ რომ ერთადერთი ვარ ქვეყანაზე შენი ლამაზი,შენი საყვარელი,შენი ჭკვიანი გოგო... რომ მარტოსაც შემიძლია ვიარო ამ ქვეყანაზე ძლიერად და შეუდრეკელად... ასეა მამა ისევ ისე ვოცნებობ ალბად რადგან ამას გწერ მაგრამ შენი ძლიერი ხელი მჭირდება რომ გავაგრძელო გზა... არა ბავშვობის ნაოცნებარი არამედ სასტიკი ცხოვრების...
Image
არასოდეს არ ჩამოუშვა ცხვირი... ,,შენ''

...

Image
ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა, გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები, ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის? მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის. თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს, რა ვნებიანია თან ქარი მაისში?! არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის. ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს, თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს, მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს. ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას, ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს, თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა "რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო. გიორგი ზანგური

...

Image
სადმე მიპოვე შენს ოთახში ჩუმად,ალერსით. იქნებ კედელზე გაელვებად გადავიარე. იქნებ მთვარე ვარ ვარსკვლავებში ამონალესი, იქნებ ფანჯრიდან შემომძვრალი სუსტი ნიავი. კარგად მოძებნე ჩემი თავი ყველა საგანში, იქნებ სარკეში დამინახო, იქნებ თაროზე და კოცნის გემო მოგივიდეს, იქნებ მადაში, თვალებს ფერები გამოსტაცო საავგაროზე. მთელი წინა დღის ისტორიას ყვება მაგიდა გაშილი ფურცელზე გაფანტული მშრალი ფრაზებით... ნუთუ არ მეძებ? ჩემი პოვნა იქნებ არ გინდა? მაშინ კარებზე ურდულივით ჩავირაზები და არ გაგიშვებ არასოდეს არცერთ სიზმარში არცერთ ოცნებას არ დაგაცდი, რომ იოცნებო. რომ არ უყურო შენ ჩემს ცეკვას დილით ცის მარში? რომ არ მომძებნო? არა ამას მე ვერ ავიტან. გადააქოთე მთელი სახლი მიპოვე სადმე, იქნებ წამი ვარ საათზე რომ უკვე გავიდა, იქნებ სანთელი სადაცაა რომ უნდა დადნეს. სადმე მიპოვე სულერთია, გინდაც უხეში, ან იქნებ ლაქად ტანსაცმლისად ამომიყვანო; მერე ჩამისვი მომეფერე ნაზად უბეში, იქნებ გაკოცო მოგეხვიო და შეგიყვარო. გიორგი ზანგური

რატომაც არა

Image
რატომაც არა, სიხარულო, რატომაც არა, ხშირ-ხშირად შევცვლი კალენდარზე ათვლის წერტილებს: დღეს_გამიღიმე, ხვალ_უბრალო მაჩუქე კაბა, ანდა, თოვლივით უცაბედად სტუმრად მეწვიე... გადავაფარებ მაგიდაზე ფერად გობელენს, არხევს დარაბებს ორპირების დაუდევრობა, ჩამოსცვენიათ ჰორტენზიებს თეთრი ფურცლები, როგორც ფიქრების სევდიანი, მძიმე მხედრობა... ვარჩევ კაბისთვის ქალწულივით შემკრთალ საფირებს, მარტივ სიხარულს ცხოვრებისთვის ვირჩევ მეგზურად, ჰო, ამ ოთახის დრაპირებულ მყუდრო სამოთხეს ნატურმორტივით შენი ყოფნაც მოუხდებოდა... შენ გამიღიმე_სიხარულად რა ცოტა კმარა... ქეთევანი

თუ მზეს გავყვებით

Image
თუ მზეს გავყვებით, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ დაღამდება, არ მოვა მთვარე ცივი ხელებით... თუ მზეს გავყვებით ოკეანეში დავანთებთ ხანძარს მზისფერ სიზმრებად... თუ მზეს გავყვებით, სულ რაღაც წამით ვიქცევი მზედ და მერე ისევ შენს თვალებში ჩავეშვები უსაზღვრო ვნებად... უსასრულოა ჩემი ოცნება, ჩვენი სიცოცხლეც- ერთი დიდი, კაშკაშა დღე არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ დასრულდება თუ მზეს გავყვებით... --- ჩავიქრე ცეცხლი თვალებში და გავყინე მზერა როცა მიყურებ... არა, არ მინდა შემიყვარდე.... შენს თვალებში შენი ოცნების, შენი ცეცხლის, შენი მზის მჯერა... მზეო, მომხვიე ხელები და შორს წამიყვანე... მე მინდა შენთან. უსასრულოა ჩემი ოცნება... თუ მზეს გავყვებით..... დალილა
Image
ასე არასოდეს მდომებია დალევა, გავგიჯდიი? თუ რა მჭირს? მგონი :D თან არა უბრალოდ დალევა,აი კარგად გემრიელად,გამოშტერებამდე,გაგიჟებამდე,გათიშვამდე. სასაცილოა ძაან :D წარმოვიდგინე კიდეც მთვრალი როგორი ვიქნებოდი... უფრო მეტი სიმხიარულე,უფრო მეტი ირონია და ცხოვრებაც მშვენიერია... მთავარია მეორედ აღარ მომინდეს გამეორება ერთხელ არა უშავს აიტანს კაცი უკაცრავად ქალი :)

მცივა

Image
მცივა... არ გამათბოთ,არ შემიფაროთ, არ შემეხოთ, არ მითხრათ რომ დროებითია და მალე დათბება. უბრალოდ მაგრძნობინეთ რომ სიცივე კარგია, უმტკივნეულოა, ადვილია, სითბოს ვერ იტევს და ვერაფერს გრძნობს, არსად მიდის და არავის ელის, არც ეღიმება და არც ეტირება, არც სევდიანია და არც მხიარული,ისე არაფერია, არაფერია არაფრიდან... მცივა
მას მერე აღარ მინდა მოვისმინო რომ ლამაზი თვალები მაქვს... იმიტომ რომ შენ გიყვარდა ეს თვალები ყველაზე მეტად. როცა მოხვალ არა შენ არამედ ჩემი,არ მითხრა რომ ლამაზი თვალები მაქვს, უბრალოდ შემიყვარე მე... თვალებს დავხუჭავ და შევთბები

***

რომელიღაც სართულზე ან ისე სადმე ცოტა ზემოთ... ოთახი... სულ სულ პატარა,მოცუცქნული... თეთრი... ნათელი... ჩვენ ხომ ვეტევით,მთავარი ეს არის... .......................................................... ტყეში სადღაც მიკარგული შენობა,სადაც მარტო კედლები შემორჩა... მერე რა,ეს კედლებიც გვიფარავენ... ფერადები... ცისფერები... სულ ახლად შეღებილები... ცოტა დავისვარეთ... გაგვეცინა... ისე გავიხარეთ... რა ბუნებრივია ჩვენი ერთად ყოფნა... რა საოცარია ეს ფერები...
მზე ხარ თუ ჩემი... სხივი გამჭოლი თუ მოფინება...? ღამე ნათელი თუ მთვარის ფიქრი... ადევნებული თუ ჩრდილი ჩემი... სიზმარი ოცნება მოლოდინი ჩემი... ხარ ჩემი...
მომე ფერები თუ მომეფერები...? მოგეფერები თუ მომე ფერები მოსვლით მოუვლი თუ მოვლით მოსული... სიტყვა უთქმელი თუ თქმა უსიტყვობით მე შენი ჩემში შენ ჩემი შენში...

* * *

საოცარია გესმის ხვდები ადამიანი ხარ უფრო მეტიც მეგობარი ხარ უფრო მეტიც ის გაოცება უფრო მეტიც როგორ მიხარია როცა გხვდები...

ყველაფერს მივცემდი ქვეყანაზე...

Image
ეხლაც ვგრძნობ შენი კინის შეხებას ჩემს კანზე... ძალიან მიჭირს ამ შეგრძნების გადმოცემა ასე უბრლო სიტყვებით, ისეთ თბილი ისეთი ნაგრზნობი იყო... ქვეყანაზე ყველაფერს მივცემდი რომ ისევ განმეცადა... როგორ მკოცნიდი, როგორ მეწებებოდი სულ სულ, ჩემს ლოყას არ შორდებოდა შენი ლოყა... როგორ ვთბებოდი შენით... ამ შეგრძნებას რა დამავიწყებს ქვეყანაზე...

ანგელოზის სიზმრები...

Image
ჩემი პატარა ანგელოზი ნათლული,რომელიც ძალიან შორს არის ახლა ჩემგან... მის ამ ქვეყნად მოვლინებაში რაღაც წვლილი მიმიძღვის და ეს მახარებს... ალბად ამიტომაც გავხდი მისი ნათლია...:) ამ დილით გამახსენდა და მომენატრა... სულ რაღაც ერთ საათში დედამისი მირეკავს,მე გაოგნებული და გახარებული ვეუბენბი რომ ზუსტად ახლა ვფიქრობდი მათზე... ყველაზე გასაკვირი ის არის რომ პატარა მაკოს დილით უთქვამს ჩემზე რაღაც ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი,სიმართლე ვთქვა გავოგნდი საიდან ამ პატარას ასეთი აზრები?...:) ასე მგონია მან ჩემი ბედნიერი მომავალი წუთები დაინახა... :) პატარა ანგელოზის სიზმრებში...:)

განცდა...

მომენატრები როცა თავდები მომე ფრიალი ქართა... მომელანდები იქ შესახვევში ჩუმ მოლოდინის დარად... შემომელევი როცა მელევი ცას ფირუზისფრად დაკრავს... შემიყვარდები როცა ვარდები გულს ახლოს ცეცხლის ალად...

თეთრ ღრუბლებს შორის...

თეთრ ღრუბლებს შორის მოჩანს ახლა ის ლამაზი დღეები მომავალი... ოცნება უცბად გამოკვეთილი ცოტა ძნელად აღსაქმელი იქნებოდა... ასე ნელა ისე თბილია ისე ნაგრძნობი... პატარა ოთახი, მაგიდაზე მიმოფანტული წიგნები,რვეულები, არეული ლოგინი, კედელის თაროებზე უამრავი შენი ნივთი... კომპი სადაც მთელი შენი სამყარო თავსდება ახლა... და ამ სივრცეში შემოჭრილი შენს გვერდით ვზივარ... შენ გამიღე კარი და შემომიშვი... სხვა ოთახებში უამრავი ხალხი დაფუსფუსებს და თან ინტერესით იყურებიან ჩვენსკენ. სულაც არ ვფიქრობთ ამაზე,იმდენად კარგად ვგრძნობთ თავს ასე ესთმანეთს გვერდით. სულ რაღაცაზე ვსაუბრობთ,სულ... ბევრ სისულელესაც ვამბობთ,ხან ვკამათობთ,ხან ვაბრაზებთ ერთმანეთს,ხანაც უბრალოდ ჩუმად ვზივართ და ლოყა ლოყაზე მიდებული რაღაცას ვუყურებთ... უსიტყვობის ჰარმონიული ბგერებით ვტკბებით... ხან შენ შემოტრიალდები უცებ და მაკოცებ ხანაც მე... მხოლოდ სიჩუმით,მშვიდი თვალებით ვეფერებით ერთმანეთის სულებს...

მე მეგულე...

არა... როგორც შენი არა... როგორც ჩემი არა... სიტყვებს შორის არა... სიზმრებს შორის არა... მთვარე ნამგლის არა... ქარი ქროლვის არა... ბინდის მოსვლა არა... ტოტებს ქსოვდა ............................. მეგუგულე გონის მე მეგულე შორის შროშანების შრიალს სუნთქვა შეერია...