Posts

Showing posts from October, 2009

ლიილია ლილია... განა ასე ხშირია...?

Image
ერთ დღეს შევედი იქ,სადაც უკვე თვეებია შევდივარ და ჩემი ბავშვობაში საყვარელი ავტორების ლექსები,ცისარტყელა,მზე და გოგონა და გაყინული ტოტები მხდებოდა ხოლმე და თვალში მომხვდა რომ თეთრი ლილია აქაურობის პატრონის ერთ-ერთი სახეა. . . მაშინვე ვიფიქრე,სხვა სახები რაა და რატო მაინცდამაინც ლილია თქო? და ის იყო უნდა მეკითხა,კიდე რაღაც ვიფიქრე. . . ვიფიქრე,რომ ლილია საინტერესო ადამიანი ან ყვავილი უნდა ყოფილიყო და კიდე სხვა კითხვებსაც აუცილებლად გამიჩენდა. . . და მერე კიდე რაღაც ვიფიქრე... საბოლოოდ მოვიფიქრე,რომ ბლოგზე დავიწყებ პოსტებს სახელით ,,ესაუბრე მას'' (თუ ჩემნაირი შეურაცხადი ბლოგერი ვიპოვე,მაშინ შეიძლება გახდეს ,,ექაქანე მას'' :D ), და თვეში ერთხელ რომელიმე ბლოგერთან საუბარს მოვაწყობ. . .პირველი ლილიაა. . . . ანუ, როდესმე ყველასთან მოვა ჩემი მეილი :) ლილიაზე მარტო ის ვიცი,რომ ძალიან მომწონს სახელის ჟღერადობა,ცოტა არ იყოს და წაისაიდუმლოებამოცულებს და მეტს ახლა გავიგებ : გამაფრთხილა,ადვილად არ ვიხსნებიო... ვნახოთ რა გამოგვივა მე და ჩემ კითხვებს: 1. რატო ლილია? არ ვიცი ასე უცებ მ

ბედი

ტრაგიკოსია და კლოუნად გამოჰყავს მუდამ, პარიკიც უგავს ცხენის ჯიდაოს, ,,კაცო, ნუ ხარო უმადური, – ათასჯერ უთქვამთ, ამაზე მეტი ტრაგედია რაღა გინდაო'', ზოგი მიფრინავს, უკან რჩება ჟამი და სივრცე, ზოგი მიჩოჩავს, სიმწრის ოფლი გასდის კბილებში, მაგრამ ქომაგი იშველიებს ანტიკურ სიბრძნეს: ,,ვერ დაეწევა ბატონებო კუს აქილევსი''. ზოგი საკუთარ ჩრდილში დგება მისივე ნებით და ჯუჯად მთვლიან სულით გოლიათს, ბავშვობიდანვე ჩუმად დააქვს შეჭრილი ფრთები, ბრბოს კი რატომღაც კუზი ჰგონია. შოთა ნიშნიანიძე

.......................................................

დღეს საღამოს ერთი იმდაგვარი დღეა როდესაც ჩემი გული შენთან დაბრუნდა... ბოლო დროს როცა ჩვენს ამბავს ვყვები და ვიხსენებ, ძალიან ძლიერი ვარ და სულ მგონია რომ მოვყვები იქვე დამავიწყდება, თუმცა ვცდები და მერე სულ სულ ყველაფერი მახსენდება...  სულ სულ შენთან მოდის ეს ფიქრები, ტკივილიანი... მენატრები, მიუხედავად იმისა რომ ვერასოდეს გნახავ...  ძალაც კი არ მაქვს იმისთვის რომ ვინერვიულო ისევ...  მორჩა... ყველაფერი... მხოლოდ ჩვენს შიგნით არ დამთავრდება არასდროს ის რაც არის... ამაში უფრო და უფრო მეტად ვრწმუნდები რაც დრო გადის... შენ შენად დარჩები ყოველთვის და არასოდეს გაქრები... არასოდეს... ჩემს გულს ჩუმად ჩუმად სულ სულ სულ ეყვარები...

* * *

შენ ჩამოხვედი, ეტყობა, მზიდან, რომ წამსვე ცეცხლის დამწვდნენ ღვარები; გაქრნენ ქალები – პროსპექტზე დარჩი, დაგინახე და...  გტაცე თვალები... მურმან ლებანიძე

* * *

ცოტა სიყვარული კმარა, ცოტა სიყვარული, თვარა რომ შეგშლის და გადაგრევს, იმისთანა სად არის?! ცოტა სიხარული კმარა, ცოტა სიხარული, მარა ან ის ცოტა, ან ის ცოტა, ან ის ცოტა             სად არის?! მურმან ლებანიძე

მიყვარდა მეყვარება

მიყვარდა, მეყვარება შემოდგომის დღეები მოწყენით ნეტარება და ოცნების ფრთეები... კლდეში მოდგა ზამთარი, ჩამოთეთრა ღრეები, წვიმს, სარკმელში ჩამდგარან აბუზული  ხეები... რის დღეები! – გადიან თვეები და წლეები, – ამოდიან, ჩადიან გამურული მზეები. ............................................... მურმან ლებანიძე ...................................................................................... ჩემი უსაყვარლესი პოეტი...  ჩემი ბავშვობის ლამაზი ლექსები და მოგონებები...   მიხარია რომ ის არსებობდა და ბედნიერი ვიყავი მისი ამ ქვეყნად ყოფნით და სმენით... თუმცა ის ეხლაც არის და იქნება სულ...

ორი ტირიფი

–  ატოტილი, ირიბი, რატომ ტირის ტირიფი? –  მთელი წელიწადია, გაღმა გასვლა სწადია. ასეთივე პატარა, ასეთივე ირიბი, იქ, მეორე ნაპირზე, წუხს მეორე ტირიფი. ...................................... შოთა ნიშნიანიძე

* * *

არა მინდა რა, მილხინს თუ  მიჭირს, არაფერს არ ვთხოვ ბედს ჩაციებით, ოღონდაც მომცეს მოთმენის ნიჭი, მონანიების და პატიების. ოღონდ შემეძლოს კვლავ გაოცება და სიყვარული ღვრთით ბოძებული, თუნდაც სულ ჩემი დღე და მოსწრება ვიყო ბავშვივით მოტყუებული. ..................................... შოთა ნიშნიანიძე