Posts

Showing posts from July, 2009

*

Image
გვირაბში ღამეს შეეყო ხელი, თვითონ არ ჩანდა. იქნება,ღამეს ეს მზე ჩახჩახა უჩინმაჩინის ქუდად ეხურა? შოთა ნიშნიანიძე

*

Image
გთხოვ მომატყუო, თუკი დაგჭირდეს, გაგიჩუმდები, რას ვიქმ უკეთესს... ოღონდაც ისე ნუ გამიჭირდეს, შენ ჩუმად იყო,                              მე – გატყუებდე... შოთა ნიშნიანიძე

მარადიულად

Image
არასოდეს არასოდეს არ მოვა ქარი და მასთან ერთად არც შენ, არც მთვარე მძივების ფანტვით... აღარასოდეს აღარასოდეს არ ამოვა მზე ოქროსფერი არ მომეხვევა  არ გამათბობს  სხივი ნათელი... სამარადისოდ სამარადისოდ გაიყინე გულო ძლიერო და ოკეანის ცივ შუაგულს დაიდე ბინა მარადიულად მარადიულად გავქრები წამად გავქრები ფიქრად მოგონებად და არა ფეთქვად...

*

Image
თუ მწარეს გეტყვი და შხამიან ნესტარს გიტოვებ, შენ წყენა გრჩება და ტკივილი... მაგრამ იცოდე: უფრო მეტად ვსჯი ჩემს თავს თვითონვე, ნესტარს ვტოვებ და ფუთკარივით ვტოვებ სიცოცხლეს... შოთა ნიშნიანიძე  

* * *

Image
მადლობა მინდა გითხრა... და თან გაკოცო მაგრად... არა ისე როგორც ნატრობდი მაშინ... უბრალოდ მეგობრულად, გულახდილად...  რატომ...? ვიცი რომ მიხვდები... :) ....................................................... მხოლოდ ერთი რამ მინდა  ჩემი ბოლო სიტყვებისთვის პატიება არ ვითხოვო... ამასაც მიხვდები რისთვის... ისევ შენთვის... :)

***

Image
შენ თუ არ მოხვალ არაფერია შენ შეგინდობენ ფიქრები ჩემი და ქარი ხეებს თუ დაერის ჰორიზონტს მაინც გასცდება გემი. მე კი ნაპირზე დავრჩები მარტო და ვიტყვი: მხოლოდ სიჩუმის მჯერა მაგრამ ცხოვრების ფერმიხდილ გზაზე შენ შეგადარე გრაფიკას ფერადს. გაგა ნახუცრიშვილი

მე და ღამეს

Image
========================== მე მენატრები, სულ მენატრები შორს სადღაც ფიქრების გავცდი მწვერვალებს ქალაქში ღამდება ჩემი ნატვრები გაჰყვა უკუნეთ ღამის მწერალებს. ამოიოხრა ღამემ უშენოდ და მხოლოდ ეს ოხვრა ჩამესმის ყურში რამდენი დღეა ასე უფეროდ წვიმს და ცივ წვეთებს მაწვეთებს სულში. და შემაჟრჟოლებს მე უშენობით როგორც სიცივით მობუზულ ჩიტებს. ღამემ გამიგო და თანაგრძნობით შენზე ჩემს დარდებს თვის გულში იტევს. წვიმს უსასრულოდ და ღამე ტირის და სიმარტოვე ჩემს ფერხთით დაჯდა. გახსოვს? გიყვარდა ხმაური წვიმის... თუმც სამწუხაროდ წარსულში დარჩა. სევდამ დამხვია ცივი ხელები ჩვენს მოგონებებს ბრჭყალებით ებრძვის მე ისევ შენს ჩრდილს მივეფერები ჩემს ფიქრებსა და ღამეს რომ ერწყმის. ასე იქნება მუდამდღე ალბათ, შენ დამივიწყებ, მე მეყვარები... და შენს წამწამებს მოვიხმარ კალმად ძილს კი უჩუმრად გავეპარები... გაგა ნახუცრიშვილი

ნაწვიმარზე

Image
ჩიტებმა ჟივჟივით ცის თაღი მოხაზეს, ქარმა სიმინდებში თავი ისახელა. ცას სილა გააწნეს გვალვისთვის ლოყაზე, იტირა...                თითებივით დააჩნდა ცისარტყელა. შოთა ნიშნიანიძე

ჩვენ და წვიმა

Image
......................................... როგორც არ უნდა იყოს რომელი თვის და რიცხვის საითაც გავფრინდები მომაგონდება მაინც  ჩვენი ბილიკი მოკლე ნათელი მთვარის შუქის შეხება უსასრულო გაწყვეტილი სიმივით გაყინული გული და შეწყვეტილი ღიმილი მოვარდნილი მონატრება ფრთხილი ნაფიქრალივით გაცრეცილი ფოტოები არეკლილი კადრები შერეული ფურცლებივით ლექსებს ესაუბრები მეფერები მიგონებ სურვილების ზღაპრებში მონატრების სუნთქვის და ჩემი ვერ ასრულების  შენი სველი შეხება ჩემი არ დაბრუნება ჩვენ და წვიმა გაწვიმდა თუმცა მაშინ არ წვიმდა ..........................................

ვერ გეთმობი

Image
ვერ გეთმობი შერევით... გებლანდები გერევი... ღამის გუშაგს მაბარებ... ვარსკვლავს ბრწყინავს  მადარებ... მშვიდი სუნთქვის სადარებს... ვერ გეთმობი შერევით... შორი გზა და ფერები შენი ცის მოფერების... სიმარტოვე არც ისე... ფრთების მოჭრით სულ ისე... გებლანდები გერევი ისე სულ მოფერებით... შორი გზა და მქქრალი შუქი... მთვარის ფიქრით განაშუქი... ............................... გადაიღებს გადივლის მაგრამ შენს გზას  არ ივლის...

***

Image
ვერხვები ვერვძღები ვერვხვდები ვერ გხვდები ვერც გზაში ვერც მთაში ტრიალებს... ტრიალებს... არც გელი არ მესმის არ მშველი ვერხვები ვერხვდები ვერძღები ვერ მხვდები ვერც სახლში ვერც კარში არც მელი არც გშველი არც გესმის ტრიალებს ტრიალებს არც ერთი არც მეტი არ არ არ არარაააა.. .
Image
დადიან დადიან სასიამოვნოდ ფეთქავენ ფეთქავენ დაუდუმებლად ხვდებიან ხვდებიან შეხებას შენსას თბებიან თბებიან სმენდებიან ასინათლებენ ფერადდებიან იღვრებიან ლელიაობენ არსებითად არც არაფერი უმისამართ ო მოსვლასავით გაგეხახუნე გაგეცანცლე გამოგეპარეე.... მოგეხვიე მოგიალერსე და მიგატოვეე...

დათო მაღრაძე

Image
ექო მოდი, თუ მოხვალ, ოღონდ კი მოდი, მარტით, აპრილით, გინდა მაისით, რა ხმა ჰქონია უსიტყვო ლოდინს, წყალზე ტყდება და მთებში გაისმის. თოვლივით მოდი, ან მოდი წვიმად, გამანდე გზები ციდან მიწამდე, მე ხომ ბეთლემში დიდი ხნის წინად ციდან მოსული კაცის ვიწამე. შორითვე ვიცნობ ზეციურ მოტივს, მინდა მომანდო შენი ლანდი და ჩემი ქალაქის ქუჩებით მოდი, გინდა ბინდიან ქუჩაბანდიდან. თოვდი და თოვლის გფარავდა ბლონდი, გაწვიმდი... წვიმა ბინდავდა მზერას, მოდი თუ მოხვალ, უბრალოდ მოდი, ან ბედად მოდი, ან ბედისწერად. თუ მოხვალ, მოდი, სათქმელის ძალა მახსენებს... თუმცა წლები გავიდა, თვალებით როცა ვეძახდი ქალაქს, ბავშვობის სახლის სახურავიდან. მოდი, თუ მოხვალ ოღონდ კი მოდი, გინდა აპრილით, გინდა მაისით, რა ხმა ჰქონია უსიტყვო ლოდინს, ყელში წყდება და მთებში გაისმის. შენი მოსვლის წამს სახელად ჰქვია ცისა და მიწის გზისშესაყარი, ლოდინს წვეთებად გაატანს ნიავს თოკზე გაფენილ კაბის ხარხარი. როცა რიჟრაჟი მთის წვერებს წათლის, - უხილავ თითებს შეახებს ფრთხილად, მოგიყვანს ჩემთან არილის მადლი, ალილოს ეტლი და ნედლი დილა. გიშველის ღმერთი, თ

მუხრან მაჭავარიანი

Image
================== სამი დღეა დამიბრიყვა სევდამ: სამი დღეა გულმოდგინედ წვიმს... მომანატრა, მომანატრა, ნეტა — რაც მომწყინდა, რაც მომწყინდა — ის.

* * *

Image
Никого не будет в доме, Кроме сумерек. Один Зимний день в сквозном проеме Незадернутых гардин. Только белых мокрых комьев Быстрый промельк маховой. Только крыши, снег и, кроме Крыш и снега, - никого. И опять зачертит иней, И опять завертит мной Прошлогоднее унынье И дела зимы иной. И опять кольнут доныне Неотпущенной виной, И окно по крестовине Славит город дровяной. Но нежданно по портьере Пробежит вторженья дрожь, Тишину шагами меря, Ты, как будущность, войдешь. Ты появишься у двери В чем-то белом, без причуд, В чем-то впрямь из тех материй, Из которых хлопья шьют. პასტერნაკი რუს პოეტებს შორის ყველაზე საყვარელი და ჩემი პოეტია,ეს ლექსი შემთხვევით ვნახე და არც მქონდა წაკითხული მანამდე,ალბად ის ვიპოვე რაც ეხლა იყო საჭირო... სამწუხაროდ სხვა ლექსები მხოლოდ ქართული თარგმანით ვნახე და არ მომეწონა,საერთოდ ვერ მივიღე. იმის გამო რომ რუსული შრიფტი არ მაქვს წიგნიდანაც ვერ ვიწერ,აი ასე... იმედი მაქვს ვიპოვი მოკლე ხანში და გაგიზიარებთ :)

უკვე წაშლილი

Image
------------------------------------------------ მინდოდა მეთქვა, გაზაფხული ახსნადი არის ამ პლანეტის მზის ირგვლივ ბრუნვით, და ის ბავშვები, შიშველ ტერფებს მზეს რომ უშვერენ, მხოლოდ გესიზმრა.... მინდოდა მეთქვა, ჩვენ ასფალტის არ ვართ მძევლები - ჩვენ ამ ქალაქის ბინადრები ვართ. მინდოდა მეთქვა, აქ ყველა გზა არ მოდის, მაგრამ არც ჩვენ მივდივართ იქ, საითაც მიუხარიათ - ჩვენ ვრჩებით, და აქ არაფერი არ გვაბარია - ან იქნებ მხოლოდ ერთმანეთის მარტოობები... ჰექსე

გადავიხლართეთ

Image
------------------------------------------------ გადავიხლართეთ – სად ვმთავრდები მე და სად იწყები შენ ეს შენი ხელებია თუ მე გეხვევი ეს ჩემი გულია თუ შენ ფეთქავ ეს მე მაქვს შენი სუნი თუ შენ ჩემი მე უფრო მეტკინა თუ შენ უფრო მიხვდი ეს ჩემი ჰაერია თუ შენ მსუნთქავ ეს ჩემი ტუჩებია თუ შენ მკოცნი – სად ვმთავრდები მე და სად იწყება შენი მზერა – რომელმაც იცის რა ფერი ვარ და ღამ-ღამობით ლაქებს აშორებს ჩემს დაღლილ სხეულს რომელმაც იცის რამდენი ვარ და მაინც მყოფნის რომ ახლომხედველს გამიმკვეთროს სილუეტები რომელმაც იცის რომ გავამხელ და მაინც მხედავს და შორიდანვე ამირეკლავს თავის წიაღში და მე ვბრუნდები ყოველ ჯერზე და ყოველ ჯერზე ხელახლა ვრჩები – ჩვენ რა ხანია გადავიხლართეთ ჰექსე

კვალი

Image
შუაღამეა... გამოაღე ყველა სარკმელი და თანდათან აივსე სული... ჯერ ყველას ძინავს... ჰო,მხოლოდ თოვლი, შემკრთალი თუ ფერმკრთალი თოვლი, ფიქრით დაღლილი არემარეს ერთფერში ხატავს და სავსე მთვარე... ზედაზენზე ამოდის მთვარე თეთრი გიორგის უჯიათი წარმართი პაპა... რა გემართება?! მთვარესავით გაფითრდი, ვატყობ, და სარკესავით აირეკლე შენი სხეული, ნაფეხურები დაიტოვე ირმისგან მარტო, შიშის წყეული ნაფეხურები... და როგორც მთვარეს დალაქული სული გაქვს ახლა... რა გემართება? სავსე მთვარისას,რატომ ფითრდები?!. ქეთევანი

******

Image
დრომ,დრომ,დრომ,დრომ გადაუარა ხმას,ხმას,ხმას,ხმას შენი ძახილის. მას სურს,მას სურს ჩემი ტუჩები, სხეულს იქით გადაცდენა წამებით. ისე როგორც,ისე როგორც ღამეულს,თრობის ჟინით, შეშლილი ოცნებებით. შიშს,შიშს,შიშს,შიშს ვერ მოუარა და სანატრელს ვერ შეახო ხელები. შორს,შორს,შორს,შორს რომ ჩაუარა, გულში ლავად გადაედნო ფერებით მაგრამ,მაგრამ ასე სუსტი კი არა, მჭირდებოდი ცეცხლოვანი თვალებით.